არქივი → ფილმები → ბროწეულის ბაღი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: აზერბაიჯანი 
წელი: 2017

 

ბროწეულის ბაღი

ფერადი/90 წუთი

რეჟისორი: ილგარ ნაჯაფი. სცენარი: ასიფ რუსტამოვი, ნაჯაფი, რულოფ იან მინებო. ოპერატორი: აიჰან სალარი. მონტაჟი: ელმირ ჰასანოვი. მუსიკა: ფირუდინ ალაჰვერდი. მონაწილეობენ: ილაჰე ჰასანოვა, სემიმი ფარჰადი, გურბან ისმაილოვი, ჰესენ აღაიევი.

გაბილი შინ, ღარიბულ ოჯახურ კარმიდამოში ბრუნდება. იქაურობა ხანდაზმული ბროწეულის ბაღითაა გარშემორტყმული. თორმეტი წლის წინ, მისი მოულოდნელი წასვლის შემდეგ, გაბილს ერთხელაც არ ქონია კონტაქტი. თუმცა, წარსულის ღრმა ემოციური იარები ასე უცებ ვერ ამოიშლება.

Production:
AzerbaijanFilm, Buta Film production
International sales:
Buta Film

ილგარ ნაჯაფი


დაიბადა 1975 წელს, სომხეთში. 1988 წელს, ეთნიკური კონფლიქტის დროს, მისი ოჯახი სომხეთიდან გააძევეს და 13 წლის ასაკში, ის უკვე ლტოლვილი იყო. სწავლობდა კინო- და ტელერეჟისურას აზერბაიჯანის კულტურის და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2004 წელს დააარსა კომპანია „Buta Film".

 

 

ფილმოგრაფია:

2017 Pomegranate Orchard
2011 Buta
2009 Theatrical Life
2002 There Exists an Old Man
2000 Shacks without Shades