არქივი → ფილმები → ნაკვალევი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: პოლონეთი /გერმანია /ჩეხეთის რესპუბლიკა /შვედეთი /სლოვაკეთი
წელი: 2017

 

ნაკვალევი

ფერადი/128 წუთი

რეჟისორი: აგნიეშკა ჰოლანდი, კასია ადამიკთან ერთად (ოლგა ტოკარჩუკის ნაწარმოების „გადაატარე გუთანი მიცვალებულის ძვლებზე" მიხედვით). სცენარი: ოლგა ტოკარჩუკი, აგნიეშკა ჰოლანდი. ოპერატორი: იოლანტა დილევსკა, რაფალ პარადოვსკი. მონტაჟი: პაველ ჰრდლიჩკა. მუსიკა: ანტონი კომასა-ლაზარკიევიჩი. მონაწილეობენ: აგნიეშკა მანდატი, ვიქტორ ზბოროვსკი, მიროსლავ კრობოტი, იაკუბ გერშალი, პატრიცია ვოლნი, თომაშ კოტი, ბორის შიცი, ანჯეი გრაბოვსკი.

დუშეიკო ყოფილი ინჟინერ-კონსტრუქტორი და ახლა უკვე პენსიაზე გასული ექსცენტრული ადამიანია, ასტროლოგი და ვეგეტარიანელია, რომელიც ჩეხეთის საზღვართან, პატარა მთიან სოფელში ცხოვრობს. ერთ დღეს მისი საყვარელი ძაღლები უკვალოდ გაქრებიან. რამდენიმე თვის შემდეგ, ბრაკონიერი მეზობლის გვამს იპოვის. იდუმალი მკვლელობების ერთადერთი კვალი სახლთან შვლის ნუკრის ჩლიქების ნაკვალევია..

Production:
TOR Film Production, National Audiovisual Institute, Odra-Film, HBO Europe, Agora, ZDF / Arte, Film Väst, Czech Television
World Sales:
Beta Cinema

აგნიეშკა ჰოლანდი

აგნიეშკა ჰოლანდი დაიბადა 1948 წლის 28 ნოემბერს ვარშავაში, მაგრამ კინორეჟისურის სასწავლებლად ჩეხოსლოვაკიაში, პრაღის საშემსრულებლო ხელოვნების აკადემიაში გაემგზავრა. კინოკარიერა დაიწყო პოლონეთში, როდესაც ქშიშტოფ ზანუსის ასისტენტად მუშაობდა, ხოლო მისი მენტორი იყო ანჯეი ვაიდა. საკუთარი ფილმების გადაღებამდე, მან რამდენიმე სცენარი ვაიდასთან ერთად დაწერა, რომელთაც მალე საერთაშორისო კინოფესტივალებზე ჯილდოებით აღინიშნა და პოლონეთის ახალი ტალღის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახელი მოიპოვა. ჰოლანდი აშშ-ში ცნობილია ოსჯარცზე ნომინირებული ფილმებით: „მწარე მოსავალი", „ევროპა ევროპა" და უორნერ ბროსისთვის გადაღებული ფილმებით: „ოლივერი ოლივერი" და „საიდუმლო ბაღი". 1994 წელს მან აშშ-ში გადაიღო ფილმი „წითელი ქარი" - სატელევიზიო თრილერი, რომლის პროდიუსერი იყო სიდნი პოლაკი. 1996 წელს აშშ-ში გადაიღო „ვაშინგტონ-სკვერი", ჯენიფერ ჯეისონ ლის და ალბერტ ფინის მონაწილეობით.

 

 

ფილმოგრაფია:

1970 Jesus Christ's Sin (Short)
1976 Obrazki z zycia (segment "Girl and an Aquarius, A")
1977 Zdjecia próbne
1979 Aktorzy prowincjonalni
1981 Goraczka (Dzieje jednego pocisku)
1985 Angry Harvest
1988 To Kill a Priest
1990 Europa Europa
1991 Largo desolato (TV Movie)
1992 Olivier, Olivier
1993 The Secret Garden
1995 Fallen Angels (TV Series)
1995 Total Eclipse
1997 Washington Square
1999 The Third Miracle
2002 Julie Walking Home
2004-2008 The Wire (TV Series)
2004-2009 Cold Case (TV Series)
2006 Copying Beethoven
2009 Janosik: A True Story
2010-2013 Treme (TV Series)
2011 In Darkness
2014 Rosemary's Baby (TV Mini-Series)
2015-17 House of Cards (TV Series)
2017 Spoor
2017 The Affair (TV Series)