არქივი → ფილმები → პირველი, უკანასკნელი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: ბელგია /საფრანგეთი
წელი: 2016

 

პირველი, უკანასკნელი

ფერადი/98 წუთი

რეჟისორი: ბული ლანერსი. სცენარი: ბული ლანერსი. ოპერატორი: ჟან-პოლ დე ზაეტიჟი. მუსიკა: პასკალ უმბერტი. მონაწილეობენ: ბული ლანერსი, ალბერ დიუპონტელი, მიქაელ ლონსდალი, სიუზან კლემანი, მაქს ფონ სიუდოვი, დავიდ მურჯია.

ორი დაქირავებული მკვლელი - კოში და ჟილუ მოშიშვლებულ სტეპებში დაეხეტებიან და მოპარულ ტელეფონს ეძებენ, რომელშიც მამხილებელი ინფორმაციაა. გზად ისინი შეხვდებიან დევნაში მყოფ წყვილს - ესთერს და უილის.

Production:
Versus Production, ADCB Films, Prime Time
World Sales:
Wild Bunch

ბული ლანერსი


ბული ლანერსი დაიბადა 1965 წელს, მორესნეტ-შაპელში (ბელგია). დაამთავრა ლიჟის ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემია და მონაწილეობდა არაერთ ფილმში. 1995 წელს შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი. საკუთარი სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი „გოლიათები" (2011) მან კანის კინოფესტივალის რეჟისორების ორკვირეულზე წარმოადგინა. ფილმმა ველგიური ჯილდო - მაგრიტი დაიმსახურა, როგორც წლის საუკეთესო ფილმმა. მისი უკანასკნელი ნამუშევარი „პირველი, უკანასკნელი" ნაჩვენები იყო წლევანდელ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პანორამის სექციაში.

 

 

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

1999 Travellinckx (Short)
2001 Muno (Short)
2005 Ultranova
2008 Eldorado
2011 The Giants
2016 The First, the Last