არქივი → ფილმები → იმედის მეორე მხარე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: ფინეთი /გერმანია
წელი: 2017

 

იმედის მეორე მხარე

ფერადი/98 წუთი

რეჟისორი: აკი კაურისმიაკი. სცენარი: აკი კაურისმიაკი. ოპერატორი: ტიმო სალმინენი. მონტაჟი: სამუ ჰეიკილა. მონაწილეობენ: შერვან ჰაჯი, საკური კუოსმანენი, იანე ჰიტიაინენი, ილკა კოივულა, ნუპუ კოივუ, საიმონ ჰუსეინ ალ-ბაზუნი, ნიროზ, ჰაჯი, კაია პაკარინენი.

ხალედი, რომელიც ომის ქარცეცხლში გახვეული სირიიდან გაიქცა, ჰელსინკის პორტში, ნახშირის კონტეინერში გამომწყვდეული ჩადის და თავშესაფარს ფინეთში ეძებს. დროებით საცხოვრებელში დაკავებული ხალედი დაბნეული და იმედგაცრუებულია მართლმსაჯულების მონოლითურობით. ის გარბის და პირდაპირ ქუჩაში გადის. აქ ის ხვდება ყოფილ პერანგების გამყიდველ ვიკსტრიომს, რომელმაც ალკოჰოლიკი ცოლი მიატოვა და ახალ ცხოვრებას იწყებს, როგორც მარტოხელა რესტორატორი. ისინი ერთმანეთს ეხმარებიან იმ დაბრკოლებების დაძლევაში, რომლებიც ამ უჩვეულო და ხშირად სირთულეებით აღსავსე ახალ სამყაროში ხვდებათ.

Production:
Pandora Film
World Sales:
The Match Factory

აკი კაურისმიაკი


დაიბადა 1957 წელს, ორიმატილაში (ფინეთი). აკი და მისი ძმა, მიკა, სახელგანთქმული რეჟისორები არიან და 1980-იანი წლების დასაწყისიდან ფინეთის მთელი კინოინდუსტრიის ერთ მეხუთედი მათი ნამუშევრებისგან შედგება. თუმცა, აკის ფილმები საზღვარგარეთ უფრო აღიარებულია. მისი ფილმები ძალიან მოკლეა და არის სხვადასხვა ჟანრის პაროდია (ფილმი-მოგზაურობების, ფილმ ნუარის, როკ-მიუზიკლების). მისი პერსონაჟები არიან ალკოჰოლიკი ფინელები და მისი ფილმები გაჯერებულია ეკლექტური საუნდტრეკებით, ძირითადად 1950-იანი წლების როკ-ენ-როლით. 1990-იან წლებში აკი კაურისმიაკი ფილმებს ბრიტანეთსა და საფრანგეთში იღებდა.

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

1981 The Saimaa Gesture (Documentary)
1983 Crime and Punishment
1985 Calamari Union
1986 Rocky VI (Short)
1986 Shadows in Paradise
1987 Hamlet Goes Business
1987 Leningrad Cowboys: L.A. Woman (Video short)
1987 Leningrad Cowboys: Thru the Wire (Video short)
1987 Melrose: Rich Little Bitch (Video short)
1988 Ariel
1989 Leningrad Cowboys Go America
1989 Likaiset kädet (TV Movie)
1990 I Hired a Contract Killer
1990 The Match Factory Girl
1992 La Vie de Bohème
1992 Leningrad Cowboys: Those Were the Days (Short)
1993 Leningrad Cowboys: These Boots (Short)
1994 Leningrad Cowboys Meet Moses
1994 Take Care of Your Scarf, Tatiana
1994 Total Balalaika Show (Documentary)
1996 Always Be a Human (Short)
1996 Drifting Clouds
1996 Employment Agent (Short)
1999 Juha
2002 Ten Minutes Older: The Trumpet (segment "Dogs Have No Hell")
2002 The Man Without a Past
2004 Visions of Europe (segment "Bico")
2006 Lights in the Dusk
2007 To Each His Own Cinema (segment "La Fonderie")
2007 Valimo (Short)
2011 Le Havre
2012 Centro Histórico (segment "Tavern Man")
2013 Juice Leskinen & Grand Slam: Bluesia Pieksämäen asemalla (Documentary short)
2017 The Other Side of Hope