არქივი → ფილმები → ზამთრის ძმები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: დანია /ისლანდია
წელი: 2017

 

ზამთრის ძმები

ფერადი/94 წუთი

რეჟისორი: ჰლინურ პალმასონი. სცენარი: ჰლინურ პალმასონი. ოპერატორი: მარია ფონ ჰაუსვოლფი. მონტაჟი: იულიუს კრებს დამსბო. მუსიკა: ტოკე ბრორსონი. მონაწილეობენ: ელიოტ კროსეტ ჰოვე, საიმონ სირსი, ვიქტორია კარმენ სონი, პეტერ პლაუგბორგი, ლარს მიკელსენი.

ძმების ოდისეა იწყება პროვინციის კირქვის საბადოს თემში, ცივი ზამთრის დროს. ჩვენ თვალს ვადევნებთ ორ ძმას, რომლებიც ამ მკაცრ პირობებში მუშაობენ. უმცროსი ძმა, ემილი, ქარხნიდან მოპარული ქიმიური ნივთიერებებისგან კონტრაბანდულ სპირტს ხდის. ემილი აუტსაიდერი, უცნაური ადამიანია, რომელმაც შეგნებულად აირჩია მარტოობა და იქაური საზოგადოება მას მხოლოდ უფროსი ძმის, იოჰანის გამო ეგუება. ემილს წყურია გრძნობები, უნდა, რომ უყვარდეთ. როდესაც ერთ-ერთი მუშა ავად ხდება, ეჭვი ემილის მიერ გამოხდილ კონტრაბანდულ არაყზე მიაქვთ. თანდათან სასტიკად უპირისპირდებიან ის და მაღაროელთა შეკრული თემი. ამავდროულად, ემილი თვლის, რომ ის ძმამ გაწირა, როდესაც აღმოაჩენს, რომ მისი განუხორციელებელი ტრფობის ობიექტი - მეზობელი ანა მის ნაცვლად, ძმას ირჩევს.

Production:
Masterplan Pictures
World Sales:
New Europe Film Sales

ჰლინურ პალმასონი

ჰლინურ პალმასონი არის არტისტი და რეჟისორი, რომელიც 1984 წელს, ისლანდიაში დაიბადა. მან კარიერა დაიწყო, როგორც ვიზუალურმა არტისტმა და შემდეგ რეჟისურა შეისწავლა დანიის ეროვნულ კინოსკოლაში. ის კოპენჰაგენში ცხოვრობს.

 

 

 

ფილმოგრაფია:

2012 En Dag Eller To (A Day Or Two) (Short)
2013 En Maler (A Painter) (Short)
2014 Seven Boats (Short)
2017 Winter Brothers