არქივი → ფილმები → ევა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: სომხეთი /ირანი
წელი: 2017

 

ევა

ფერადი/94 წუთი

რეჟისორი: ანაჰიდ აბადი. სცენარი: ანაჰიდ აბადი. ოპერატორი: ჰასან ქარიმი. მონტაჟი: სიავაშ კორჯანი. მუსიკა: ვაჰან არწრუნი. მონაწილეობენ: ნარინა გრიგორიანი, შანთ ჰოვანისიანი, სერგეი თოვმასიანი, ვრეჯ კასონი, მარჯან ავადისიანი, როზ ავადისოვა, დიგრან დავთიანი, ნანორ პეტროსიანი, ავალიან ადამიანი, მარატ დავთიანი.

ევა ახალგაზრდა ქალია, რომელიც ქმრის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, გაურბის თავისი ქმრის გავლენიან ნათესავებს, შვილთან - ნარესთან ერთად და თავს აფარებს ყარაბაღის (სომხეთი) ერთ-ერთ სოფელს.. ევა სრულიად გაუცხოებულია თავის სოფელში და იძულებულია, ყოველდღიურად ნიღაბაფარებულმა იცხოვროს.

Production:
Tamasha Cultural Institute
World Sales:
Farabi Cinema Foundation

ანაჰიდ აბადი


დაიბადა 1969 წელს, სომხურ ოჯახში, თეირანში. ანაჰიდ აბადს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი კინორეჟისურაში. კარიერის მანძილზე, მუშაობდა ბევრ პროფესიონალურ ირანულ ფილმზე, როგორც რეჟისორის პირველი ასისტენტი და დამგეგმავი. ის თანამშრომლობდა ისეთ სახელგანთქმულ რეჟისორებთან, როგორებიცაა ალირეზა დავუდ ნეჯადი, აბულფაზლ ჯალილი, რასულ სადრამელი, აჰმად რეზა დარვიში, ვარუჟ ქარიმ-მასიჰი, ბაჰრამ ბეიზაი და ა.შ.

 

 

 

ფილმოგრაფია:

2017 Yeva