არქივი → ფილმები → ვარდნა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: უკრაინა 
წელი: 2017

 

ვარდნა

ფერადი/105 წუთი

რეჟისორი: მარინა სტეპანსკა. სცენარი: მარინა სტეპანსკა. ოპერატორი:
სებასტიან თალერი. მონტაჟი: ბორის პეტერი. მუსიკა: მიკიტა მოისეევი. მონაწილეობენ: ანდრიი სელეტსკი, დაშა პლაჰტი, ოლეგ მოსიჩუკი, ლარისა რუსნაკი, კრისტიან ბორისი.

ანტონი და კატია ერთმანეთს ღამის კიევში შემთხვევით ხვდებიან ხოლმე. ორივე ცდილობს, რომ ცხოვრებაში საკუთარი გზა იპოვოს. მათი შეხვედრა ყველაფერს ცვლის.. მარინა სტეპანსკას ეს ფსიქოლოგიური დრამა გვთავაზობს გრძნობებით აღსავსე სასიყვარულო ისტორიასაც და, იმავდროულად, ძლიერი განაცხადია იმ ახალი თაობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, რომლებიც ცდილობენ რევოლუციის შემდგომი ხანის უკრაინაში თავი დაიმკვიდრონ.

Production:
Tato Film, Insightmedia Producing Center

მარინა სტეპანსკა

მარინა სტეპანსკა დაიბადა უკრაინაში, 2004 წელს დაამთავრა კარპენკო-კარის სახელობის კიევის ეროვნული კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტი. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი და რამდენიმე სცენარის ავტორია. „ადამიანის სამუშაომ" საუკეთესო უკრაინული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდო მოიპოვა 2015 წლის ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ასევე მსახიობთა ანსამბლმაც პრიზი დაიმსახურა კიევის მოლოდისტის საერთაშორისო კინოფესტივალზე. „დაცემა" რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. მისი პრემიერა შედგა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2017 წელს.

 

 

ფილმოგრაფია:

2013 Every Face Is Smiling (Documentary)
2013 Kanikuly (Short)
2015 Man's Work (Short)
2017 Falling