არქივი → ფილმები → ყორნები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: შვედეთი 
წელი: 2017

 

ყორნები

ფერადი/107 წუთი

რეჟისორი: იენს ასური. სცენარი: იენს ასური. ოპერატორი: იონას ალარიკი. მონტაჟი: ოსა მოსბერგი. მონაწილეობენ: რაინე ბრინოლფსონი, მარია ჰაისკანენი, იაკობ ნორდსტრიომი.

1970-იანი წლები, შვედეთი. მშრომელი ფერმერი აგნე მძიმე ყოველდღიურობას ებრძვის და იმედი აქვს, რომ მისი თინეიჯერი შვილი კლასი ფერმას ჩაიბარებს და მის საქმეს გააგრძელებს. მაგრამ კლასი ოცნებობს ისეთ სამყაროზე, რომელიც სოფლის ყოფისგან შორსაა. სრულწლოვან ასაკს მიღწევის ეს ბრწყინვალედ წარმოდგენილი ამბავი გვიხატავს სირცხვილის, დანაშაულის შეგრძნების, სიგიჟის და ახალგაზრდული ოცნებების ნაზავს.

Production:
Film and Art Affairs
World Sales:
CELLULOID DREAMS

იენს ასური


იენს ასური დაიბადა ემტლანდში (შვედეთი). გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „უკანასკნელი ძაღლი რუანდაში" (2006), „წიწილების ხოცვა მაიმუნების შეშინების მიზნით" (2011), „საზოგადოება" (2012) და „ვნებიანი, გარყვნილი თინეიჯერი" (2014). „ყორნები" (2017) მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

 

 

ფილმოგრაფია:

2006 The Last Dog in Rwanda (Short)
2011 Killing the Chickens to Scare the Monkeys (Short)
2012 A Society (Short)
2014 Hot Nasty Teen (Short)
2017 Ravens