არქივი → ფილმები → ვარსკვლავბიჭუნები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: ფინეთი /შვედეთი
წელი: 2017

 

ვარსკვლავბიჭუნები

ფერადი/82 წუთი

რეჟისორი: ვისა კოისო-კანტილა. სცენარი: ვისა კოისო-კანტილა. ოპერატორი: იარკო ტ. ლაინე. მონტაჟი: მერვი იუნკონენი. მუსიკა: პერ სტიორბი იუტბრინგი. მონაწილეობენ: ვილი საარელა, ოლავი ანგერვო, ანტი ლუუსუანიემი, პილა ვიიტალა, მალა მალმივაარა, ტომი ენბუსკა, რისტო ტუორილა, ევა-მაია ჰაუკინენი, იანე რაუდასკოსკი.

„ვარსკვლავბიჭუნები" შთამბეჭდავი ამბავია ორი ოჯახის შესახებ, რომლებიც გახრწნილმა ზნეობამ გაანადგურა, როდესაც სექსუალურმა რევოლუციამ ჩრდილო ფინეთის კონსერვატიულ და რელიგიურ დაბაში შეაბიჯა. ფილმი ორი ოჯახის ისტორიას 13 წლის ბიჭების თვალით დაგვანახებს. მუსიკალური ჯგუფის „Star Boys"-ის ბიჭები ძალიან ახლო დისტანციიდან ადევნებენ თვალს თავიანთი მშობლების სექსუალური თავისუფლების და მუდმივი სიყვარულის და თავისუფლების წყურვილის შედეგებს. კოსტიუმირებული წვეულების შემდეგ ყველას ცხოვრებაში რაღაც იცვლება და ბიჭების დაბნეულობა უმაღლეს წერტილს აღწევს. „ვარსკვლავბიჭები" მძიმე თემებს ეხება, მაგრამ ძალიან თბილი და პოზიტიური ფილმია გადარჩენის შესახებ, სადაც წარმოდგენილია სიმტკიცე და ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვის ბავშვებისეული უნარი. „ვარსკვლავბიჭუნები" მაგიური რეალიზმის სტილშია გადაღებული.

Production:
Silva Mysterium Oy

ვისა კოისო კანტილა

ვისა კოისკო-კანტილა დაიბადა 1970 წელს. ის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კინოდოკუმენტალისტია ფინეთსა და სკანდინავიაში. მისმა დოკუმენტურმა ფილმებმა არაერთი ჯილდო დაიმსახურა ადგილობრივ და საერთაშორისო კინოფესტივალზე. „ვარსკვლავბიჭუნები" მისი დებიუტია მხატვრულ კინოში.

 

 

ფილმოგრაფია:

1994 Miesten koulu (Documentary short)
1997 Tuomittu (Documentary short)
1998 The Banished (Documentary)
1999 Insha Allah - Jos Jumala suo (Documentary)
2000 The Activist (Documentary short)
2001 End of the Line (Documentary)
2004 Father to Son (Documentary)
2007 Talvinen matka (Documentary)
2008 Meaning of Life (Documentary short)
2010 Portrait of a Man (Documentary)
2017 Kaiken se kestää