არქივი → ფილმები → ზაფხული 1993
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: ესპანეთი 
წელი: 2017

 

ზაფხული 1993

ფერადი/96 წუთი

რეჟისორი: კარლა სიმონი. სცენარი: კარლა სიმონი. ოპერატორი: სანტიაგო რაკახი. მონტაჟი: დიდაკ პალუ, ანა პფაფი. მონაწილეობენ: ლაირა არტიგასი, პაულა რობლესი, ბრუნა კუზი, დავიდ ვერდაგერი, ფერმი რეშაკი.

ესპანეთი, 1993 წლის ზაფხული. მშობლების დაღუპვის შემდეგ, ექვსი წლის ფრიდა პირველად ხვდება ზაფხულს თავის ახლადშეძენილ ოჯახთან ერთად, კატალონიის პროვინციაში. სეზონის დამთავრებამდე, გოგონამ უნდა ისწავლოს ემოციების მართვა, ხოლო ახლადშეძენილმა მშობლებმა მისი, როგორც საკუთარი შვილის სიყვარულის უნარი უნდა გამოიმუშაონ.

Production:
Inicia Films
World Sales:
New Europe Film Sales

კარლა სიმონი

კარლა სიმონი დაიბადა 1986 წელს. სწავლობდა კალიფორნიის უნივერსიტეტსა და ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის აუდიოვიზუალური კომუნიკაციების დეპარტამენტში. შემდეგ იღებდა ტელესერიალებს და სატელევიზიო პროგრამებს კატალონიის ტელევიზიისთვის. მოგვიანებით კარლა დიდ ბრიტანეთში, ლონდონის კინოსკოლაში გადავიდა სასწავლებლად. „1993 წლის წაფხული" მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

2010 Lovers (Short)
2012 Born Positive (Documentary short)
2013/I Lipstick (Short)
2015 Las pequeñas cosas (Short)
2017 Summer 1993