არქივი → ფილმები → უკვდავის სამურაის ხმალი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ჰორიზონტები
ქვეყანა: იაპონია /დიდი ბრიტანეთი
წელი: 2017

 

უკვდავის სამურაის ხმალი

ფერადი/151 წუთი

რეჟისორი: ტაკაში მიიკე. სცენარი: ტეცუია ოიში (ჰიროაკი სამურას მანგას მიხედვით). ოპერატორი: ნობუიასუ კიტა. მონტაჟი: კენჯი იამაშიტა. მუსიკა: კოჯი ენდო. მონაწილეობენ: ტაკუია კიმურა, ჰანა სუგისაკი, სოტა ფუკუში, ებიზო იჩიკავა, ჰაიატო იჩიჰარა, ერიკა ტოდა, მინ ტანაკა, ცოტომუ იამაზაკი, კაზუკი კიტამურა, ჩიაკი კურიამა, შინოსუკე მიცუშიმა, კენ კანეკო, იოკო იამამოტო.

ბწყინვალე უნარების მქონე სამურაი მანჯის, ლეგენდარული ბრძოლის შემდეგ, სამუდამო სიცოცხლეს მიუსჯიან. მისი დის სასტიკი მკვლელობა მოსვენებას არ აძლევს მას და ხვდება, რომ მხოლოდ ბოროტებასთან ბრძოლის შემდეგ შეძლევს სულის დაბრუნებას. ის დახმარებას აღუთქვამს ახალგაზრდა გოგონას, სახელად რინს, რომ მისი მშობლების მკვლელობის გამო შურს იძიებს. გოგონას მშობლები პროფესიონალმა მეომრებმა მოკლეს, ულმობელი მებრძოლის ანოცუს მეთაურობით. ეს მისია სრულიად შეცვლის მანჯის.

Production:
Warner Bros, Magnet Releasing, CJ Entertainment
World Sales:
Hanway Films

ტაკაში მიიკე

ტაკაში მიიკე დაიბადა პატარა ქალაქ იაოში, ოსაკას გარეუბანში (იაპონია). 18 წლის ასაკში იოკოჰამას კინოსკოლაში შევიდა. მან დაახლოებით ათი წელი გაატარა ტელევიზიაში, სადაც სხვადასხვა როლს ასრულებდა, სანამ რეჟისორის ასისტენტი გახდებოდა, მათ შორის მისი ძველი მენტორის, იამამურას ფილმზე მუშაობისას. 1990-იანი წლების დასაწყისში ვიდეოფილმების ბუმმა მიიკე საკუთარი ფილმების გადაღებამდე მიიუყვანა, ვინაიდან ახლადდაარსებული კომპანიები ახალგაზრდა რეჟისორებს სიამოვნებით უღებდა კარს, იაფი ანაზღაურების და დაბალბიუჯეტიანი მძაფრსიუჟეტიანი ფილმების გადაღების გამო. საერთაშორისო სახელი მას მოუტანა ფილმმა „სინჯები" (1999) და მას შემდეგ დასავლეთში სულ უფრო ფართოვდება მისი კულტი. მისი ფილმები ცნობილია სისასტიკის და სექსის გულახდილი და ტაბუირებული თემების წარმოჩენით, მაგალითად, ფილმებში: „სტუმარი Q" (2001), „მკვლელი იჩი" (2001) და ტრილოგია „მკვდარი ან ცოცხალი" (1999, 2000, 2002).

 

 

რჩეული ფილმოგრაფია:

1995 Shinjuku Triad Society
1996 Fudoh: The New Generation
1997 Rainy Dog
1997 Young Thugs: Innocent Blood
1998 The Bird People of China
1999 Audition
2000 Dead or Alive (2000)
2000 Dead or Alive 2: Birds
2000 Andromedia
2000 City of Lost Souls
2001 Ichi the Killer
2001 The Happiness of the Katakuris
2001 Visitor Q
2002 Dead or Alive: Final
2003 Gozu
2005 The Great Yokai War
2005 Hostel
2007 Sukiyaki Western Django
2007 Like a Dragon
2010 13 Assassins
2011 Hara-Kiri: Death of a Samurai (Ichimei)
2013 Straw Shield
2015 Yakuza Apocalypse: The Great War of the Underworld
2017 Blade of the Immortal