არქივი → ფილმები → შემდეგი დღე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ჰორიზონტები
ქვეყანა: სამხრეთი კორეა 
წელი: 2017

 

შემდეგი დღე

შავ-თეთრი/92 წუთი

რეჟისორი: ჰონ სანსუ. სცენარი: ჰონ სანსუ. ოპერატორი: კიმ ჰიუნკო. მონტაჟი: ჰამ სონვონი. მონაწილეობენ: კვონ ჰეჰიო, კიმ მინჰი, კიმ სებიოკი, ჩო იუნჰი, კი იობანი, პარკ იაიუ, კან ტეუ.

პატარა გამომცემლობაში არეუმს სამსახურის პირველი დღე აქვს. მის უფროსს, ბონგვანს აქამდე ერთი ქალი უყვარდა, რომელიც მანამდე მასთან მუშაობდა და რომელთანაც ურთიერთობა ცოტა ხნის წინ გაწყვიტა. დღესაც დაოჯახებული ბონგვანი დილაადრიან გამოდის სახლიდან და სამსახურში მიდის. მოსვენებას არ აძლევს იმ ქალზე ფიქრი, რომელმაც მიატოვა. იმ დღეს ბონგვანის ცოლი პოულობს სასიყვარულო ბარათს, მივარდება ქმრის ოფისში და არეუმი ის ქალი ეგონება, რომელმაც ბონგვანი მიატოვა.

Production:
Jeonwonsa Film
World Sales:
Finecut

ჰონ სანსუ

1996 წელს ჰონ სანსუმ შესანიშნავი დებიუტი განახორციელა თავისი პირველი მხატვრული ფილმით „როცა ღორი ჭაში ჩავარდა". ის ცნობილია თავისი განუმეორებელი კინოენით და უპრეცედენტო კინოესთეტიკით. ჰონ სანსუ თანამედროვე კორეული კინოს ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ რეჟისორად ითვლება.

 

ფილმოგრაფია:

1996 The Day a Pig Fell Into the Well
1998 The Power of Kangwon Province
2000 Virgin Stripped Bare by Her Bachelors
2002 On the Occasion of Remembering the Turning Gate
2004 Woman Is the Future of Man
2005 Tale of Cinema
2006 Woman on the Beach
2008 Night and Day
2009 Like You Know It All
2010 Hahaha
2010 Oki's Movie
2011 The Day He Arrives
2012 In Another Country
2013 Nobody's Daughter Haewon
2013 Our Sunhi
2014 Hill of Freedom
2015 Right Now, Wrong Then
2016 Yourself and Yours
2017 Claire's Camera
2017 On the Beach at Night Alone
2017 The Day After