არქივი → ფილმები → ნამდვილი სენსაცია: ჟან-მიშელ ბასკიას თინეიჯერობის ბოლო წლები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ARTS
ქვეყანა: აშშ 
წელი: 2017

 

ნამდვილი სენსაცია: ჟან-მიშელ ბასკიას თინეიჯერობის ბოლო წლები

ფერადი/78 წუთი

რეჟისორი: სარა დრაივერი. მონტაჟი: ადამ კურნიცი.

ეს დოკუმენტური ფილმი არის ერთგვარი ფანჯარა მხატვარ ჟან-მიშელ ბასკიას ცხოვრებაში და 1978-81 წლების ნიუ იორკში. ეს არის მასშტაბურად დანახული მოძრაობა, რომელიც აღელვებდა და შთააგონებდა მას, ისევე როგორც გავლენა, რომელსაც სასტიკი ქალაქი ახდენდა ამ ეპოქალური მნიშვნელობის ხელოვანზე. წლების განმავლობაში, ჟან-მიშელი ამ პერიოდის სიმბოლოდ იქცა. ყველაფერს, რაც ქალაქში ხდებოდა, ის შთაბერავდა სულს - პოლიტიკა, ჰიპ ჰოპი, პანკ როკი, რასობრივი საკითხები და სახელოვნებო სივრცე.

Production:
Hells Kitten Productions, Faliro House, Le Pacte, Leopardo Filmes, Bunny Lake Films
World Sales:
The Match Factory

სარა დრაივერი


სარა დრაივერი დაიბადა 1955 წლის 15 დეკემბერს, უესტფილდში (ნიუ ჯერსი, აშშ). ის არის რეჟისორი და მსახიობი, რომელიც ცნობილია ფილმებით „დამტვრეული ყვავილები" (2005), „სამოთხეზე უცხო" (1984) და „მთვარეული" (1986).

 

 

ფილმოგრაფია:

1981 You Are not I (48 min)
1986 Sleepwalk
1993 When Pigs Fly
2017 Boom for Real: The Late Teenage Years of Jean-Michel Basquiat