არქივი → ფილმები → სათუთი კანი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: Canada 150
ქვეყანა: კანადა /შვედეთი /საფრანგეთი
წელი: 2017

 

სათუთი კანი

ფერადი/93 წუთი

რეჟისორი: დენი კოტე. სცენარი: დენი კოტე. ოპერატორი: ფრანსუა მესიე-რეო. მონტაჟი: ნიკოლას როი. მონაწილეობენ: ჟან-ფრანსუა ბუშარი, სედრიკ დუაიონი, ბენუა ლაპიერი, ალექსის ლეგარი, მაქსიმ ლომირი, როლანდ იანგი.

ფილმი წარმოგვიდგენს თანამედროვე ადონისების ექვს მრავალშრიან პორტრეტს, მათი ყოველდღიური ცხოვრების ჩვენებით: სასტიკი დიეტა, სავარჯიშო რეჟიმი, ოჯახური ურთიერთობები და მეგობრების მიმართ დამოკიდებულება თემში. ფილმში გონებამახვილურად და სათუთადაა ნაჩვენები ბოდიბილდერების კუნთები და ემოციური სირთულეები, რაც დამატებით დეტალებს მატებს კოტეს ნამუშევარს „ბესტიარია" (2012), რომელშიც რეჟისორი ერთ ცხოველს აკვირდება. ეს არის ადამიანის სხეულის გადაღების ხანგრძლივი ტრადიციის გაცოცხლება და დაფიქრება. ფილმში გასაოცარი პერსპექტივითაა წარმოდგენილი თანამედროვე მასკულინურობის გაგება.

Production:
93386233,
Close Up Films,
The Addiction. 
World sales:
Films Boutique

დენი კოტე


დაიბადა 1973 წელს, პერტ-ანდოვერში (კანადა). სწავლობდა კინოხელოვნებას აუნსიკის კოლეჯში, მონრეალში. 1994 წელს დააარსა კომპანია „ნიჰილ პროდაქშენზ". გადაღებული აქვს არაერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მუშაობდა რადიოში კინოკრიტიკოსად. 1999-2005 წლებში იყო ჟურნალ „ისი"-ს ჟურნალისტი. მისი ფილმები ნაჩვენები იყო ისეთ პრესტიჟულ კინოფესტივალებზე, როგორებიცაა ლოკარნოს, ბერლინის და კანის და მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო.

 

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

2005 Drifting States
2007 Our Private Lives
2008 All That She Wants
2009 Carcasses (Documentary)
2010 Curling
2012 Bestiaire (Documentary)
2013 Vic + Flo Saw a Bear
2014 Joy of Man's Desiring (Documentary)
2015 Aqui, em Lisboa: Episódios da Vida da Cidade
2016 Boris Without Béatrice
2017 A Skin So Soft (Documentary)