არქივი → ფილმები → უხმო
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: Canada 150
ქვეყანა: კანადა 
წელი: 2015

 

უხმო

ფერადი/22 წუთი

რეჟისორი: დავიდ ულოთი. სცენარი: ქლოე სანკ-მარსი. ოპერატორი: ფილიპ როი. მონტაჟი: ელიზაბეთ ოლგა თრემბლი. მუსიკა: რობერტ მარსელ ლეპაჟი. მონაწილეობენ: მირო ლაკასი, კატრინ რიუელი, ჟიული დე ლაფრონიერი.

ედგარი ღორების სასაკლაოზე მუშაობს. მას უყვარს ოპერა და თავისი ოცნების ქალი - სტრიპტიზის მოცეკვავე ჟინეტი. ედგარი მზადაა, რომ ცოლობა თხოვოს, მაგრამ მოულოდნელად შეიტყობს, რომ მის უფროსთან წევს. შოკში ჩავარდნილი ედგარი კარგავს საკუთარ ხმას და, სამწუხაროდ, ღორის ხმის გამოცემაღა შეუძლია.

Production:
Sure Shot Productions

დავიდ ულოთი

დავით ულოთმა დაამთავრა კონკორდიას უნივერსიტეტი, კინოწარმოების განხრით და გადაღებული აქვს თოთხმეტი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც ასობით კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები და არაერთი საერთაშორისო ჯილდოთი აღინიშნა.

 

ფილმოგრაფია:

2001 Kicked Out Moving In (Short)
2002 The Shine (Short)
2004 The Pick-up (Short)
2005 The First Day of My Life (Short)
2007 La Lili à Gilles (Short)
2009 Infant (Short)
2010 Reign of Terror (Short)
2012 Fly (Short)
2015 The Voice (Short)