არქივი → ფილმები → ვიკი + ფლო დათვის წინააღმდეგ
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: რეჟისორი ფოკუსში
ქვეყანა: კანადა 
წელი: 2013

 

ვიკი + ფლო დათვის წინააღმდეგ

ფერადი/95 წუთი

რეჟისორი: დენი კოტე. სცენარი: დენი კოტე. ოპერატორი: იან ლაგარდე. მონტაჟი: ნიკოლას როი. მონაწილეობენ: მარკ-ანდრე გრონდენი, რომანა ბორენჟე, პიერეტ რობიტაილი.

ერთ დროს ნასამართლევ, 60 წელს გადაცილებულ ვიქტორიას უნდა ახალი ცხოვრების დაიწყება შორეულ ქოხში. ახალგაზრდა, კეთილგანწყობილი პოლიციელის, გიომის, ზედამხედველობით, ის ცდილობს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს ყოფილ თანასაკნელ ფლორენსთან ერთად, რომელთანაც პატიმრობის წლებში განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებს. წარსულის აჩრდილების პირისპირ აღმოჩენისას, მათ ერთობლივ ცხოვრებას მოულოდნელად საფრთხე ექმნება.

Production:
La Maison de Prod
Metafilms
World Sales:
Film Boutique

დენი კოტე

დაიბადა 1973 წელს, პერტ-ანდოვერში (კანადა). სწავლობდა კინოხელოვნებას აუნსიკის კოლეჯში, მონრეალში. 1994 წელს დააარსა კომპანია „ნიჰილ პროდაქშენზ". გადაღებული აქვს არაერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მუშაობდა რადიოში კინოკრიტიკოსად. 1999-2005 წლებში იყო ჟურნალ „ისი"-ს ჟურნალისტი. მისი ფილმები ნაჩვენები იყო ისეთ პრესტიჟულ კინოფესტივალებზე, როგორებიცაა ლოკარნოს, ბერლინის და კანის და მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო.

 

ფილმოგრაფია:

2005 Drifting States
2007 Our Private Lives
2008 All That She Wants
2009 Carcasses (Documentary)
2010 Curling
2012 Bestiaire (Documentary)
2013 Vic + Flo Saw a Bear
2014 Joy of Man's Desiring (Documentary)
2015 Aqui, em Lisboa: Episódios da Vida da Cidade
2016 Boris Without Béatrice
2017 A Skin So Soft (Documentary)