არქივი → ფილმები → სევდის ანგელოზები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: სპეციალური ჩვენება
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2017

 

სევდის ანგელოზები

ფერადი/47:47 წუთი

რეჟისორი: თეო ჯორბენაძე. სცენარი: თეო ჯორბენაძე. დამდგმელი ოპერატორი: დავით სეფიაშვილი. ოპერატორები: დავით ფირუმაშვილი, იოსიფ შაფიევი, ლევან პატარაია, ქეთევან ლოგუა, გიორგი ჭუმბურიძე. მონაწილეობენ: გია ყანჩელი, რობერტ სტურუა, გოგი მესხიშვილი, რეზო გაბრიაძე, გიდონ კრემერი, ნინო ანანიაშვილი, ელდარ შენგელაია, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, სანდრო ყანჩელი.

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი „სევდის ანგელოზები" გადაღებულია რამდენიმე ქალაქში საიუბილეო საკონცერტო ტურნეს პარალელურად (ბერლინი, ბრიუსელი, ანტვერპენი, ბაქო, თბილისი). ხელოვანი, რომლისთვისაც ყველა ეპოქაში ყველაზე მთავარი იყო თავისუფლება. საბჭოთა იდეოლოგები მის მუსიკას ნარკოტიკს უწოდებდნენ და წერდნენ, რომ მისი ნაწარმოებები კაპიტალისტურ ქვეყნებში მტრებს ახარებდა. გია ყანჩელი მეგობრებთან ერთად, ყოველ გამოწვევას თავისი შემოქმედებით სცენიდან პასუხობდა... ფილმი მოგვითხრობს არტისტის ბედზე თანამედროვე სამყაროში. ხელოვნება ვერაფერს ცვლის - ომი გრძელდება!

Production:
Artists Union Concept Art

თეონა ჯორბენაძე


დაამთავრა ხელოვნების ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი (1996წ), საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა (2016წ.). 1997-2012 წლებში თანამშრომლობდა გერმანულ ორგანიზაცია „მელხიორსგრუნდთან", რომელთან ერთადაც ერთობლივი თეატრალური დადგმები განახორციელა გერმანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, საქართველოსა და კოსოვოში.

 

ფილმოგრაფია:

2017 Angels of Sorrow