არქივი → ფილმები → დიდი მწვანე ველი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: სპეციალური ჩვენება
ქვეყანა: საბჭოთა კავშირი 
წელი: 1967

 

დიდი მწვანე ველი

შავ-თეთრი/80 წუთი

რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი. სცენარი: მერაბ ელიოზიშვილი. ოპერატორი: გიორგი გერსამია. მონტაჟი: ჯულიეტა წოწონავა. მუსიკა: ნოდარ მამისაშვილი. მონაწილეობენ: დოდო აბაშიძე, ლია კაპანაძე, მზია მაღლაკელიძე, ილია ბაკაკური, ზურაბ ცერაძე, გურამ გეგეშიძე, გრიგოლ ტყაბლაძე.

სოსანა მწყემსია, თავის ცოლ-შვილთან ერთად სოფელში ცხოვრობს და სიყვარულითა და დიდი პასუხისმგებლობით აგრძელებს დანატოვარს, წინაპართა საქმეს. სხვა ცხოვრება სოსანას არც წარმოუდგენია; ბუნება, სოფელი, დიდი მწვანე ველი და ოჯახი - ესაა მისი ავლადიდება, მისი სამყარო და ყოველდღიური ცხოვრებაც. მის სოფელში, გეოლოგები ნავთობის საძიებელ სამუშაოებს იწყებენ და თანამედროვე ცივილიზაცია, თავისი ტექნიკის გუგუნითა თუ ხმაურით სოსანას სამყაროში შემოდის. სოსანა წინააღმდეგობაშია ცვლილებებთან და მისი ძალადობრივი შემოჭრა დიდ, მწვანე ველზე, მისთვის ყველაფერი ფასეულის ნგრევასა და განადგურებას მოასწავებს.
კინოსა და ვიდეო-ხელოვნების დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა „არსენალმა", წელს 3 ქართულ ფილმს რესტავრაცია გაუკეთა და ციფრულ ფორმატში გადაიტანა. მათ შორისაა მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი". ჩვენს ფესტივალზე, სპეციალურ ჩვენებაში წარმოდგენილი ქართული კინოკლასიკა, განახლებული ფორმატით იქნება ნაჩვენები.

Production:
Qartuli Pilmi

მერაბ კოკოჩაშვილი


მერაბ კოკოჩაშვილი დაიბადა 1935 წლის 21 მარტს, თბილისში. ის არის რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც ცნობილია ფილმებით: „ნუცას სკოლა" (2000), „მიხა" (1966) და „ცხელი ზაფხულის სამი დღე" (1981).

 

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

1960 Kardakar
1962 Ardadagebze
1966 Mikha (Short)
1967 Didi mtsvane veli
1973 Gza mshvidobisa, Jako!
1976 Mtsvervali
1981 Tskheli zapkhulis sami dge
2000 Nutsas skola
2005 Usui (Short)
2009 Sakhli Sikharulisa (Documentary)
2013 Gvinis Akvani (Documentary)