არქივი → ფილმები → გოგიტას ახალი ცხოვრება
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო /ხორვატია
წელი: 2016

 

გოგიტას ახალი ცხოვრება

ფერადი/74 წუთი

რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი. სცენარი: ლევან კოღუაშვილი. ოპერატორი: გიგი სამსონაძე, მიხო სტურუა. მონტაჟი: ელენე ასათიანი. მონაწილეობენ: გოგიტა ჩიტიშვილი, მაკა სანიკიძე, გელა ჩიტიშვილი.

ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ, თავის სოფელში დაბრუნებულ გოგიტას, რომელიც ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს, ყველაზე მეტად ცოლის მოყვანა უნდა. მაგრამ ვინ ისურვებს ნასამართლევი, ღარიბი ფერმერის ცოლობას, რომელიც ისევ დედასთან ერთად ცხოვრობს? შემდეგ ის ინტერნეტით გაიცნობს მაკას. ის არც ისე ახალგაზრდაა, არც ულამაზესია, მაგრამ ძალიან გემრიელ ნამცხვრებს აცხობს. მალე ისინი, ისე რომ ჯერ არც კი შეხვედრიან, დიდ გეგმებს აწყობენ.

Producer:
Levan Koguashvili, Boris Frumin, Erekle Rodonaya, Temur Ugulava
Co-producers:
Dario Domitrovic, Olena Yershova

Production:
Kino Iberica (Georgia)
Embrio Productions (Croatia)
TatoFIlm (Ukraine)
Moskvich Studio (Russia)

 

ლევან კოღუაშვილი

დაიბადა 1973 წელს, თბილისში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო თეატრის და კინოს უნივერსიტეტში, მენეჯერის სპეციალობით. 1995-1999 წლებში სწავლობდა მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. 2007 წელს დაამთავრა ნიუ იორკის უნივერსიტეტის თიშის ხელოვნების სკოლის მაგისტრატურა, კინოს განხრით. მისი პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს „ქუჩის დღეები“ საერთაშორისო წარმატება მოყვა. 2013 წელს რეჟისორმა გადაიღო მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი „შემთხვევითი პაემნები“, რომლის პრემიერაც შედგა ტორონტოსა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ფილმმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინოფესტივალებიდან 20 ჯილდო მოიპოვა.

 

ფილმოგრაფია:

2003 Father and Son (documentary)
2005 The Debt
2008 The Women From Georgia (documentary)
2010 Street Days
2013 Blind Dates
2016 Gogita's new life (feature documentary)