არქივი → ფილმები → დიდუბე, ბოლო გაჩერება
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო /შვეიცარია
წელი: 2017

 

დიდუბე, ბოლო გაჩერება

ფერადი/65 წუთი

რეჟისორი: შორენა თევზაძე. მონტაჟი: მაკა გოგალაძე. მუსიკა: ნოდარ ლაბაძე. მონაწილეობენ: ნიკო ფრიდონიშვილი, ინეზა გვანცელაძე, ნოდარ ლაბაძე, ლილი ნადირაშვილი.

ყველაზე გადატვირთულ სადგურზე პატარა, წყნარი ვეტერინარული მაღაზიაა, სადაც სიჩუმეს მხოლოდ გარედან შემოსული ხმაური არღვევს. მაღაზიის მფლობელი, ნიკო, შუშის დახლის უკან ზის თავის ცოლთან, ციცოსთან, ერთად. ის პოეზიას წერს მიმდინარე მოვლენებზე. ფილმი აჩვენებს, როგორი მიჯაჭვულია ნიკო თავის ადგილს. თუმცა, რაც დრო გადის, ნიკოს პატარა სამეფო დასასრულს უახლოვდება. ვინ იცის, იქნებ ნიკოსთვის ეს დასასრული ახალი ხანის დასაწყისია.

Producers:
Nikoloz Gogochuri (Real E.T. Films)
Shorena Tevzadze (Diafilm)
Marianne Schneider (Marelefilm)

შორენა თევზაძე

2005 წელს შორენა თევზაძემ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რეჟისურის ფაკულტეტი, 2014 წელს კი -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამატურგიის ხელოვნების მაგისტრატურა. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი. „დიდუბე, ბოლო გაჩერება" მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომელიც შვეიცარიასთან ერთად გადაიღო.

 

 

ფილმოგრაფია:

2007 Dumili (Documentary short)
2010 Botli Gvino (Short)
2011 Fragmentebi Abastumnidan (Documentary short)
2017 Didube, the Last Stop (Documentary)