არქივი → ფილმები → მისტერ გაგა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ARTS
ქვეყანა: ისრაელი /შვედეთი /გერმანია /ნიდერლანდები
წელი: 2015

 

მისტერ გაგა

ფერადი/100 წუთი

რეჟისორი: თომერ ჰეიმანი. სცენარი: თომერ ჰეიმანი. ოპერატორი: იტაი რაციელი. მონტაჟი: ალონ გრინბერგი, იდო მოშრიკი, რონ ომერი. მუსიკა: იშაი ადარი. მონაწილეობენ: ოჰად ნაჰარინი, ზოფია ნაჰარინი, ელიავ ნაჰარინი, ბრინ ინგბერი, ჯინა ბუნცი, ნაომი ბლოხ ფორტისი, სილვია უოტერსი, კარლ ჰაუსი, ნატალი პორტმანი.

ოჰად ნაჰარინი - ბა-შევას დასის მხატვრული ხელმძღვანელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქორეოგრაფად ითვლება. ფილმში ჩვენ მის ცხოვრებაში კრიტიკული გარდატეხის ხანის მოწმე ვხდებით. ეს შთამბეჭდავი და ინფორმაციული ფილმი წარმოგიდგენთ დიდი შემოქმედებითი პრინციპულობის და უჩვეულო ხედვის მქონე ადამიანს. ფილმზე მუშაობა რვა წელი მიმდინარეობდა. რეჟისორი თომერ ჰეიმანი ერთმანეთთან აწყვილებს რეპეტიციის ინტიმურ კადრებს, აქამდე უცნობ საარქივო მასალას და სულისშემძვრელ საცეკვაო ნომრებს.

Production:
Heymann Brothers Films, Zweites Deutsches Fernsehen (ZDF), ARTE
World Sales:
East Village Entertainment

თომერ ჰეიმანი


უკანასკნელი ათი წლის მანძილზე, ჰეიმანს გადაღებული აქვს არაერთი დოკუმენტური ფილმი და სერიები. მის ფილმებს მიღებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი ჯილდო პრესტიჟულ კინოფესტივალებზე. ფილმმა „ქაღალდის თოჯინები" 2006 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა, ხოლო ლოს ანჯელესის კინოფესტივალზე - მაყურებლის პრიზი.

 

 

ფილმოგრაფია:

2001 It Kinda Scares Me (Documentary)
2003 Aviv (Documentary)
2006 Bridge Over the Wadi (Documentary)
2006 Paper Dolls (Documentary)
2007 Black Over White (Documentary)
2007 Debut (TV Series documentary)
2007/II Out of Focus (Documentary)
2009 I Shot My Love (Documentary)
2011 The Queen Has No Crown (Documentary)
2012 Shi'ur BeKaduregel (Documentary)
2014 Aliza (Documentary)
2014 Love Letter to Cinema
2015 Mr. Gaga (Documentary)
2016 Who's Gonna Love Me Now? (Documentary)