არქივი → ფილმები → კვადრატი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ARTS
ქვეყანა: შვედეთი /გერმანია /საფრანგეთი /დანია
წელი: 2017

 

კვადრატი

ფერადი/142 წუთი

რეჟისორი: რობერტ ესტლუნდი. სცენარი: რობერტ ესტლუნდი. ოპერატორი: ფრედრიკ ვენცელი. მონტაჟი: რობერტ ესტლუნდი, იაკობ შექერ შიულზინგერი. მონაწილეობენ: კლას ბანგი, ელიზაბეთ მოსი, დომინიკ უესტი, ტერი ნოტარი, ქრისტოფერ ლესო, მარინა შიპტენკო, ელიანდრო ედუარდი, დანიელ ჰოლბერგი, მარტინ სიოდერი.

ქრისტიანი პატივცემული კურატორია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. ის განქორწინებულია, მაგრამ თავდაუზოგავად ზრუნავს ორ შვილზე, მართავს ელექტრომანქანას და კეთილი საქმისთვის იღვწის. მისი მომდევნო წარმოდგენა „კვადრატი" არის ინსტალაცია, რომელიც გამვლელს ალტრუიზმისკენ უბიძგებს და ადამიანებს სხვების მიმართ პასუხისმგებლობას შეახსენებს. მაგრამ ზოგჯერ რთულია საკუთარი იდეალებით ცხოვრება: ქრისტიანის სულელური პასუხი მისი ტელეფონის ქურდობასთან დაკავშირებით სამარცხვინო მდგომარეობაში აგდებს მას.

Production:
Plattform Produktion, Arte France Cinéma
World Sales:
Coproduction Office

რუბენ ესტლუნდი

რუბენ ესტლუნდი დაიბადა 1974 წელს, შვედეთის დასავლეთ სანაპიროს პატარა კუნძულ სტირსოზე. რუბენი ცნობილი გახდა საზოგადოებაში ადამიანის ქცევის იუმორისტული და ზუსტი წარმოდგენით და, ასევე, ფოტოშოპის და გამოსახულებების დამუშავების სხვა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ფილმებზე მუშაობისას გამოყენებით.

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

2001 Let the Others Deal with Love (Documentary short)
2002 Family Again (Documentary)
2004 Gitarrmongot
2005 Autobiographical Scene Number 6882 (Short)
2006 Nattbad (Short)
2008 Involuntary
2009 Incident by a Bank (Short)
2011 Play
2014 Force Majeure
2017 The Square