არქივი → ფილმები → ჰეფი ენდი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: ავსტრია / საფრანგეთი/გერმანია
წელი: 2017

 

ჰეფი ენდი

ფერადი/107 წუთი

რეჟისორი: მიჰაელ ჰანეკე. სცენარი: მიჰაელ ჰანეკე. ოპერატორი: ქრისტიან ბერგერი. მონტაჟი: მონიკა ვილი. მონაწილეობენ: იზაბელ იუპერი, ჟან-ლუი ტრენტინიანი, მატიო კასოვიცი, ფანტინ არდუინი, ფრანც როგოვსკი, ლაურა ვერლინდენი, ორელია პეტი, თობი ჯოუნსი, ჰილე პერლი.

ანამ საოჯახო ბიზნესი ავადმყოფი მამისგან, ჟორჟისგან მემკვიდრეობით გადაიბარა. ფილმში პერსონაჟებად შემოდიან ანას საქმრო, თავისი უსაქმური ვაჟი, ძმა, რომელსაც წინა ქორწინებიდან 12 წლის ქალიშვილის რჩენა უწევს და რამდენიმე მაროკოელი მსახური.

Production:
A Les Films du Losange, X Filme Creative Pool, Wega Film presentation
World Sales:
Les Films du Losange

მიჰაელ ჰანეკე

მიჰაელ ჰანეკე დაიბადა მიუნხენში და გაიზარდა ავსტრიაში, სადაც ვენის უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას და დრამას. მისი სრულმეტრაჟიანი ფილმები: „მეშვიდე კონტინენტი" (1989), „ბენის ვიდეო" (1992), „შემთხვევითობის ქრონოლოგიის 71 ფრაგმენტი" (1994), „თავშესაქცევი თამაშები" (1997), „კოშკი" (1997), „კოდი უცნობია" (2000), „პიანისტი" (2001), „მგლების დრო" (2003), „დაფარული" (2005) და „თეთრი ბაბთა" (2009), რომლებიც სხვადასხვა ფესტივალზე იყო წარდგენილი. 2012 წელს გადაღებულმა „სიყვარულმა" კინოაკადემიის ჯილდო მოიპოვა, როგორც საუკეთესო უცხოენოვანმა ფილმმა.

 

რჩეული ფილმოგრაფია:

1989 The Seventh Continent
1992 Benny's Video
1994 71 Fragments of a Chronology of Chance
1997 Funny Games
2000 Code Unknown
2001 The Piano Teacher
2003 Time of the Wolf
2005 Caché
2007 Funny Games
2009 The White Ribbon
2012 Amour
2017 Happy End