არქივი → ფილმები → მიპასუხე, დედა გირეკავს!
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: Canada 150
ქვეყანა: კანადა 
წელი: 2016

 

მიპასუხე, დედა გირეკავს!

ფერადი/5 წუთი

რეჟისორი: დენიელ სტერლენ-ოლტმანი. სცენარი: დენიელ სტერლენ-ოლტმანი. მუსიკა: ჯოშუა ბუკი.

დენიელ სტერლენ-ოლტმანის მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია საოჯახო სიტკომივით ან 1950-იანი წლების სატელევიზიო ფილმივით იწყება და შემდეგ გადაიზრდება საშინელებათა ჟანრში, მერე შავ კომედიად იქცევა და ბოლოს - საწყის წერტილს უბრუნდება. ფილმი, ასევე, გვიჩვენებს, რომ დედა-შვილის ურთიერთობა ყოველთვის საკმაოდ ჩახლართულია.

Production:
Mel Hoppenheim School of Cinema

დენიელ სტერლენ-ოლტმანი

დენიელ სტერლენ-ოლტმენი დაიბადა ტორონტოში (კანადა). სწავლობდა ანიმაციური ფილმების სპეციფიკას მონრეალის მელ ჰოპენჰაიმის სახელობის კინოსკოლაში და ანიმაციური კინოს რეჟისორი გახდა. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს მელბურნში (ავსტრალია).

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

2013 Head Strong
2016 Hi, It's Your Mother