არქივი → ფილმები → მისტერ ლონგი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ჰორიზონტები
ქვეყანა: იაპონია /ჰონგ-კონგი /ჩინეთი /ტაივანი /გერმანია
წელი: 2017

 

მისტერ ლონგი

ფერადი/129 წუთი

რეჟისორი: საბუ. სცენარი: საბუ. ოპერატორი: კოიჩი ფურუია. მონტაჟი: გეორგ პეტცოლდი. მუსიკა: ძუნიტი მაცუმოტო. მონაწილეობენ: ჩენ ჩანი, სიო აოიაგი, იტი იაო, ჟუნინ ბაო, მასასი არიფუკუ, ტარო სუვა, რიცუკო ოკუსა, სიიკო უტაგავა, იუსუკე ფუკუტი, ტეცუია ტიბა.

პროფესიონალ დაქირავებულ მკვლელს იაპონიაში საქმეზე დაუძახებენ. როდესაც ვითარება აირევა, მას გაქცევა უწევს. მძიმედ დაჭრილი ლტოლვილი თავშესაფარს პატარა ქალაქის უდაბურ ნაწილში პოულობს. ახალგაზრდა ბიჭს მისთვის წყალი და ტანსაცმელი მიაქვს. ლონგი ნახევრადდანგრეულ სახლში დასახლდება, სადაც ის საჭმელს ამზადებს რვა წლის იუნისთვის. იუნის დედა ლილი - ნარკომანია და ლონგის მსგავსად, ისიც ტაივანიდანაა. ლონგის კულინარიული სასწაულების შესახებ ხმა მალე ვრცელდება უბანში და ლონგის მეზობლები მას საკვებ ობიექტს უხსნიან.

Production:
Live Max Film, LDH Pictures, BLK2 Pictures, Kaohsiung Film Fund, Rapid Eye Movies
World Sales:
Jet Tone Films

საბუ

1964 წელს, ვაკაიამას იაპონურ პრეფექტურაში დაბადებულმა რეჟისორმა კარიერა მსახიობობით დაიწყო, სანამ სცენარების წერას და ფილმების გადაღებას 1990-იან წლებში დაიწყებდა. 1996 წელს მისი სარეჟისორო დებიუტი იყო ფილმი „მორბენალი ტყვია" (1997 წლის ბერლინალეს პანორამაზე აჩვენეს). მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კინოფესტივალზე, მათ შორის FIPRESCI-ის პრიზი ბერლინში, 2000 წელს, ფილმისთვის „ორშაბათი".

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

1996 Non-Stop
1997 Postman Blues
1998 Unlucky Monkey
2000 Monday
2002 Blessing Bell
2002 Drive
2003 Hard Luck Hero
2005 Dead Run
2005 Hold Up Down
2009 Kanikôsen
2011 Bunny Drop
2013 Miss Zombie
2015 Chasuke's Journey
2016 Happiness
2017 Mr. Long