არქივი → ფილმები → მძინარე გოლიათი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: Canada 150
ქვეყანა: კანადა 
წელი: 2015

 

მძინარე გოლიათი

ფერადი/90 წუთი

რეჟისორი: ენდრიუ ჩივიდინო. სცენარი: ენდრიუ ჩივიდინო, აარონ იეგერი, ბლეინ უოტერსი. ოპერატორი: ჯეიმს კლოპკო. მონტაჟი: ჯეიმს ვანდეუოთერი. მუსიკა: ქრის თორნბოროუ, ბრიუს პენინსულა. მონაწილეობენ: ჯექსონ მარტინი, რის მოფეტი, ნიკ სერინო, დევიდ დიშერი, ერიკა ბროდზკი, კატელინ მაკკერაჩერი, რიტა სერინო, ქაილ ბერტრანი, ლორენ ფილიპი.

ახალგაზრდა ადამი საზაფხულო არდადეგებს ოჯახთან ერთად, ტბის პირას ატარებს. მისი მოსაწყენი ყოველდღიურობა მაშინ სრულდება, როდესაც თავზეხელაღებულ რაილისა და ნეიტს გაიცნობს, რომლებიც დროს თავაშვებულობასა და კლდიდან ხტომაში ფლანგავენ. მტკივნეული საიდუმლოს გაცხადება ადამის სამყაროს თავდაყირა აყენებს და ისეთ ამბებს გამოიწვევს, რომელიც ბიჭების ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.

Production:
A Film Forge, Hawkeye Pictures, Seville Intl.
World Sales:
Seville Intl.

ენდრიუ ჩივიდინო


კანადელი რეჟისორი ენდრიუ ჩივიდინოს სრულმეტრაჟიანი ფილმის დებიუტი ნამუშევრით „მძინარე გოლიათი" შედგა. ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალმა მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ბავშვები ბოლოს შევჭამეთ" 2011 წელს კანადის ათ საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა.

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

2007 Norbert (Short)
2009 Mud (Video short)
2012 Yellow Fish (Short)
2013 Anatomy of a Virus: The Making of Antiviral
2014 Sleeping Giant (Short)
2015 Sleeping Giant