არქივი → ფილმები → სარაევოს სევდიანი სიმღერები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: ბოსნია და ჰერცეგოვინა /გერმანია
წელი: 2016

 

სარაევოს სევდიანი სიმღერები

შავ-თეთრი, ფერადი/140 წუთი

რეჟისორი: ფრედ კელემენი. სცენარი: ფრედ კელემენი. ოპერატორი: ფრედ კელემენი, ანდრეა დობრე, ირფან ბრკოვიჩი. მონტაჟი: ფრედ კელემენი, ფრიდერიკე შუჰარდტი, ანეტ ილიევი. მუსიკა: ზოი პოლანსკი. მონაწილეობენ: ედინ ავდაგიჩი, ბალაჟ ბოდოლაი, ისკრა ირსაკი, ივანა პავლაკოვიკი, იოვანა სტოილკოვიჩი, სანდრა გუარი, იულია ჩოკინა.

„სარაევოს სევდიანი სიმღერები" არის ფილმი-ტრიპტიქი, რომელიც შედგება ორი ამბისგან - „შეყვარებულების ლურჯი ბალადა" და „გადარჩენილების ლურჯი რონდო" და დოკუმენტური შუა ნაწილი - „მგლების ლურჯი ფსალმუნი". ეს ნაწილები ერთმანეთის შენაკადებია და სარაევოში ფრაგმენტული ცხოვრების ერთიან მოზაიკას შეადგენენ. კამერა დაყვება სხვადასხვა პროტაგონისტს და ერთმანეთში აქსოვს მათ იმედებს და სასოწარკვეთას, სიყვარულს და სიკვდილს, მათ მიერ ღირსეული ცხოვრების ძიებას.

Production:
Kino Kombat Filmmanufactur
World Sales:
Kino Kombat Filmmanufactur

ფრედ კელემენი

ჯერ სწავლობდა ფერწერას და მუსიკას და რეჟისორის ასისტენტად სხვადასხვა თეატრში მუშაობდა. 1989 წელს გერმანიის კინო და ტელეაკადემიაში, ბერლინში სწავლის კურსი გაიარა. მის სრულმეტრაჟიან ფილმებს შორის საგულისხმოა „ბედისწერა" (1994, გერმანული კინოჯილდოს მფლობელი), „ყინვა" (1997, როტერდამში FIPRESCI-ს ჯილდოს და ტაორმინაში საუკეთესო რეჟისორის პრიზის მფლობელი) და „ბინდი" (1999).

 

 

 

ფილმოგრაფია:

1993 Kalyi - Age of Darkness
1994 Verhängnis
1997 Frost
1999 Abendland
2005 Krisana
2016 Sarajevo Songs of Woe