არქივი → ფილმები → მალარია
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ჰორიზონტები
ქვეყანა: ირანი 
წელი: 2016

 

მალარია

ფერადი/90 წუთი

რეჟისორი: ფარვიზ შაჰბაზი. სცენარი: ფარვიზ შაჰბაზი. ოპერატორი: ჰუმან ბეჰმანეში. მონტაჟი: ფარვიზ შაჰბაზი.
მუსიკა: აზარახშ ფარაჰანი და სიავაშ ასადი. მონაწილეობენ: საღარ ღანაათი, საედ სოჰეილი, აზარახშ ფარაჰანი, აზადე ნამდარი.

ახალგაზრდა გოგონა მამამისს ატყობინებს, რომ მოიტაცეს და თხოვს, რომ გამოსასყიდი მიიტანოს. შეშინებული მამა და ძმები თეირანში მის მოსაძებნად მიდიან. მაგრამ მათ არ იციან, რომ სინამდვილეში ის შეყვარებულთან ერთად გაიპარა და ახლა დროს ქუჩის მუსიკოსების გარემოცვაში ატარებს. ჯგუფის ლიდერის დაპატიმრების შემდეგ, თავის ბოიფრენდზე უზომოდ შეყვარებული გოგონა საეჭვო გზას ირჩევს.

Production:
DreamLab Films
World Sales:
DreamLab Films

ფარვიზ შაჰბაზი

დაიბადა 1962 წლის 16 ივლისს, თეირანში (ირანი). შაჰბაზიმ თეირანის კინოკოლეჯი კინორეჟისორის სპეციალობით დაამთავრა. 1980-იანი წლების დასაწყისში მან მოთხრობების წერა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება დაიწყო. „მალარია" მისი ბოლო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. 2002 წელს მისი მესამე ფილმი „ღრმა ჩასუნთქვა" კანის საერთაშორისო კინოფესტივალის რეჟისორების ორკვირეულის სექციისთვის შეარჩიეს. ფილმმა კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

 

ფილმოგრაფია:

1996 Traveler from the South
2000 Najva
2003 Deep Breath
2009 Karat 14
2013 Trapped
2016 Malaria