არქივი → ფილმები → ქამინგ აუთი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: აპოლო - კინოს მეხსიერება
ქვეყანა: აღმოსავლეთ გერმანია 
წელი: 1988/1989

 

ქამინგ აუთი

ფერადი/112 წუთი

რეჟისორი: ჰაინერ კაროუ. ოპერატორი: მარტინ შლეზინგერი. მონტაჟი: ეველინ კაროუ. მუსიკა: შტეფან კაროუ. მონაწილეობენ: მათიას ფრაიჰოფი, დაგმარ მანცელი, დირკ კუმერი, მიჰაელ გვისდეკი, ვერნერ დისელი, გუდრუნ რიტერი, ვალფრიდე შმიტი, აქსელ ვანდტკე, პიერ სანუსი-ბლისი, რენე შმიდტი.

„Coming Out"აღმოსავლეთ გერმანიის კინოსტუდიაში გადაღებული პირველი ფილმი იყო, რომელიც გდრ-ში ჰომოსექსუალობის თემას ეხებოდა. ფილიპი, რომელიც ფარული გეია, მასწავლებლად მუშაობს. ის მის კოლეგას, ტანიას უყვარდება და ფილიპიც, მასთან საცხოვრებლად გადადის. ტანიას სახლში კი, მას მისი ძველი ბოიფრენდი ხვდება, რომელთან დაშორებაც ოდესღაც, მშობლებმა აიძულეს. ფილიპი აცნობიერებს, რომ წლების განმავლობაში ის თავის სექსუალურ ორიენტაციას იხშობდა. ის ჩუმად მიდის გეი ბარში და აი აქ, მას მათიასი უყვარდება. ახლა ფილიპს ისღა დარჩენია, რომ აღიაროს ყველაფერი ტანიას და მათიასის წინაშე. იმედგაცრუებული მათიასი თვითმკვლელობას ცდილობს.

Production:
DEFA-Studio für Spielfilme (Potsdam-Babelsberg) (Künstlerische Arbeitsgruppe "Babelsberg")

ჰაინერ კაროუ


ჰაინერ კაროუ დაიბადა 1929 წლის 19 სექტემბერს როსტოკში, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში (გერმანია). ის იყო რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც ცნობილია ფილმებით: Coming Out (1989), „ლეგენდა პაულსა და პაულაზე" (1973) და „სანამ სიკვდილი გაგვყრიდეს" (1979). ის 1997 წლის 31 იანვარს, ბერლინში (გერმანია) გარდაიცვალა.

 

 

რჩეული ფილმოგრაფია:

1996 Fähre in den Tod (TV Movie)
1993 Vater Mutter Mörderkind (TV Movie)
1992 Die Verfehlung
1991 Begräbnis einer Gräfin
1989 Coming Out
1986 So viele Träume
1979 Until Death Do Us Part
1975 Icarus
1973 The Legend of Paul and Paula
1968 Die Russen kommen
1966 Die Reise nach Sundevit
1965 Jeder hat seine Geschichte (TV Movie)
1964 Die Hochzeit von Länneken
1960 Das Leben beginnt
1959 Sie nannten ihn Amigo
1957 Sheriff Teddy