არქივი → ფილმები → ცისფერი ანგელოზი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: აპოლო - კინოს მეხსიერება
ქვეყანა: გერმანია 
წელი: 1929/1930

 

ცისფერი ანგელოზი

შავ-თეთრი/108 წუთი

რეჟისორი: ჯოზეფ ფონ შტერნბერგი. სცენარი: რობერტ ლიბმანი, კარლ ფოლმიოლერი. ოპერატორი: გიუნთერ რიტაუ. მონტაჟი: სემ უინსტონი, უოლტერ კლეე. მუსიკა: ფრიდრიჰ ჰოლენდერი. მონაწილეობენ:
ემილ იანინგსი, მარლენ დიტრიხი, კურტ გერონი, როზა ვალეტი, ჰანს ალბერსი, რაინჰოლდ ბერნტი, ედუარდ ფონ ვინტერშტაინი, იოჰანეს როთი, როლფ მიულერი, როლანდ ვარნო.

პატარა ქალაქის მიუზიკჰოლში თვალისმომჭრელი სილამაზის ლოლა მუშაობს. ის ყოველ ღამით მუსიკალურ ნომრებს ასრულებს. მისი ეროტიზმით გაჯერებული ნომრების თაყვანისმცემლებს შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან. როდესაც მკაცრი პროფესორი რათი მოსწავლეების საეჭვო გართობის შესახებ შეიტყობს, გადაწყვეტს, საკუთარი თვალით ნახოს საეჭვო რეპუტაციის მქონე დაწესებულება. სწორედ აქ აღმოაჩენს ის ლოლას, რომელიც უზომოდ შეუყვარდება. მათი ნაჩქარევი ქორწინება პროფესორს საზოგადოებისგან გარიყავს და ის თანდათანობით დეგრადაციას განიცდის. მისი განადგურება მწვერვალს აღწევს მაშინ, როდესაც ყოფილი სწავლული სცენაზე კლოუნის ტანსაცმელში გამოწყობილი გამოდის...

Production:
Universum-Film AG (UFA) (Berlin)

ჯოზეფ ფონ შტერნბერგი

ჯოზეფ ფონ შტერნბერგი დაიბადა ვენაში, 1894 წელს და გარდაიცვალა ჰოლივუდში, 1969 წელს. სწავლობდა ლიტერატურას, მიღებული ჰქონდა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მისი ფილმებიდან აღსანიშნავია: „ნიუ იორკის მისადგომები" (1928), „მაროკო" (1930), „შანხაის ექსპრესი" (1932), „მაკაო" (1952), „მფრინავი" (1953), „ანატაჰანის საგა" (1957) და მრავალი სხვა. „ცისფერი ანგელოზი" (1930) მისი ერთადერთი გერმანული ფილმი იყო და ფილმმა აშშ-ში მარლენ დიტრიხს დიდი წარმატება მოუტანა.

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

1925 The Salvation Hunters
1926 A Woman of the Sea
1927 Underworld
1928 The Docks of New York
1928 The Dragnet
1928 The Last Command
1929 The Case of Lena Smith
1929 Thunderbolt
1930 Morocco
1930 The Blue Angel
1930 The Blue Angel
1931 An American Tragedy
1931 Dishonored
1932 Blonde Venus
1932 Shanghai Express
1934 The Scarlet Empress
1935 Crime and Punishment
1935 The Devil Is a Woman
1936 The King Steps Out
1939 Sergeant Madden
1941 The Shanghai Gesture
1952 Macao
1953 Ana-ta-han
1957 Jet Pilot