არქივი → ფილმები → გერმანია — ფერმკრთალი დედა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: აპოლო - კინოს მეხსიერება
ქვეყანა: დასავლეთ გერმანია 
წელი: 1980

 

გერმანია - ფერმკრთალი დედა

ფერადი/123 წუთი

რეჟისორი: ჰელმა სანდერს-ბრამსი. სცენარი: ჰელმა სანდერს-ბრამსი. ოპერატორი: იურგენ იურგესი. მონტაჟი:
ელფი ტილაკი, უტა პერიჯინელი. მუსიკა: იურგენ კნიპერი. მონაწილეობენ: ევა მატესი, ერნსტ იაკობი, ელიზაბეთ შტეპანეკი, ანგელიკა თომასი, რაინერ ფრიდრიჰსენი, გიზელა შტაინი, ფრიც ლიჰტენჰანი, ანა სანდერსი, მირიამ ლაუერი, სონია ლაუერი.

ფილმში მოქმედება ვითარდება გერმანიაში ნაციზმისა და მეორე მსოფლიო ომის ხანაში. ფილმის ცენტრში სამი გმირია: მამაკაცი, ქალი და ბავშვი. 1939 წელია. ჰანსმა და ელენემ ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე იქორწინეს. ჰანსს მეორე დღესვე ომში აგზავნიან. დაბომბვის დროს იბადება მათი შვილი - ანა. დრო გადის. ომის დროს ელენე იძულებულია ნათესავებთან გადავიდეს ბერლინში, ბრძოლის ქარცეცხლში შვილი ხან მხრებით ატაროს, ხან ხელიხელჩაკიდებულებმა იარონ და თოვლიან ტყეებში გზა გაიკვლიონ. გაზაფხული დგება და ტყე სავსეა დახოცილების გვამებით. ელენე კი გაუპატიურების მსხვერპლი ხდება. მართალია, ჰანსი ომიდან ბრუნდება, მაგრამ ის ძალიან შეცვლილია. ძნელია ისევ ერთად ცხოვრება, არადა სამივე ასე დიდხანს ელოდა ამას - მამაც, დედაც და ბავშვიც.

Production:
Helma Sanders-Brahms Filmproduktion (Berlin), Literarisches Colloquium Berlin e.V. (Berlin), Westdeutscher Rundfunk (WDR) (Köln)

ჰელმა სანდერს-ბრამსი

ჰელმა სანდერს-ბრამსი დაიბადა 1940 წლის 20 ნოემბერს ემდენში (ქვემო საქსონია, გერმანია). ის იყო მწერალი და სცენარისტი, რომელიც ცნობილია ფილმებით „გერმანია - ფერმკრთალი დედა" (1980), „ლაპუტა" (1986) და „ჩემი გული მხოლოდ ჩემია" (1977). ის გარდაიცვალა 2014 წლის 27 მაისს ბერლინში (გერმანია).

 

 

 

ფილმოგრაფია:

1975 Under the Beach's Cobbles
1977 Heinrich
1980 Germany Pale Mother
1981 Die Berührte
1982 Die Erbtöchter
1984 Flügel und Fesseln
1986 Laputa
1988 Manöver
1988/I Felix (segment "Er am Ende")
1992 Apfelbäume
1997 My Heart Is Mine Alone
2003 Die Farbe der Seele
2008 Geliebte Clara