არქივი → ფილმები → წელიწადი ცამეტი თვით
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: აპოლო - კინოს მეხსიერება
ქვეყანა: დასავლეთ გერმანია 
წელი: 1978

 

წელიწადი ცამეტი თვით

ფერადი/119 წუთი

რეჟისორი: რაინერ ვერნერ ფასბინდერი. სცენარი: რაინერ ვერნერ ფასბინდერი. ოპერატორი: რაინერ ვერნერ ფასბინდერი. მონტაჟი: რაინერ ვერნერ ფასბინდერი, იულიანე მარია ლორენცი. მუსიკა: პეერ რაბენი, გუსტავ მალერი („ადაჟიო" მე-5 სიმფონიიდან). მონაწილეობენ: ფოლკერ შპენგლერი, ინგრიდ კავენი, გოტფრიდ ჯონი, ელიზაბეთ ტრისენაარი, ევა მატესი, გიუნთერ კაუფმანი, ლიზელოტე ედერი, იზოლდე ბართი, კარლ შაიდტი, ვალტერ ბოკმაიერი.

ფილმი მოგვითხრობს ტრანსსექსუალი ქალის, ელვირას ცხოვრების ბოლო რამდენიმე დღის შესახებ, რომელსაც წინათ ერვინი ერქვა. პარკში სექსის მცდელობისთვის სცემენ, რის შემდეგაც ის შინ, დიდი ხნის საყვარელთან, ქრისტოფთან ბრუნდება, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში წასული იყო. ქრისტოფი მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და როდესაც აცხადებს, რომ სამუდამოდ მიდის, ელვირა სასოწარკვეთილი ცდილობს მის შეჩერებას. ელვირას მხსნელად მოევლინება მეგობარი ზორა. მეგობრები მოინახულებენ სასაკლაოს და ობოლ ბავშვთა თავშესაფარს, სადაც ელვირა გაიზარდა. ამ დროს ურთიერთობა ქონდა ოჯახთან და ყოფილ საყვარელთან, ანტონ ზაიცთან, როდესაც გადაწყვიტა, რომ სქესი შეეცვალა და ამ გადაწყვეტილებას ეგუებოდა.

Production:
Tango-Film (München), Pro-ject Filmproduktion im Filmverlag der Autoren GmbH (München), Westdeutscher Rundfunk (WDR) (Köln)

რაინერ ვერნერ ფასბინდერი


დაიბადა 1946 წლის 31 მაისს, ბად ვიორისჰოფენში (გერმანია). გარდაიცვალა 1982 წლის 10 ივნისს, მიუნხენში (დასავლეთ გერმანია). ის იყო კინოს და თეატრის რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, რომელიც ომისშემდგომი დასავლეთგერმანული კინოს მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მისი სოციო-პოლიტიკური ელემენტებით გაჯერებული ფილმები ხშირად ჩაგვრის და უიმედობის თემებს უღრმავდება.
16 წლის ასაკში ფასბინდერი სკოლიდან გამოვიდა და მიუნხენის მოქმედების თეატრს შეუერთდა. ეს იყო ავანგარდული დასი, რომლისთვისაც ფასბინდერი წერდა პიესებს, თამაშობდა და თვითონვე დგამდა წარმოდგენებს. როდესაც 1968 წლის მაისში პოლიციამ კომპანია დახურა, ფასბინდერმა ჯგუფი "ანტი-თეატრი" დააარსა, რომელიც ორიგინალურ ნაწარმოებებს ან ლიტერატურის კლასიკის უჩვეულო სასცენო ინტერპრეტაციებს დგამდა. ბევრი მსახიობი, რომელთანაც თანამშრომლობდა, მოგვიანებით მის ფილმებში მთავარ როლებს ასრულებდა. თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი 1969 წელს, ფრანც ვალშის ფსევდონიმით გადაიღო. ამ ფსევდონიმს ის 1971 წლამდე იყენებდა. თავისი ხანმოკლე კარიერის მანძილზე, ფასბინდერი ნაყოფიერად მოღვაწეობდა, გადაიღო 40-ზე მეტი ფილმი და ბევრი თეატრალური წარმოდგენა დადგა. მის ფილმებს შორის, რომლებიც მძაფრად აკრიტიკებენ საშუალო კლასის ღირებულებებს და მანერებს, საგულისხმოა "კატცელმახერი" (1969, ბავარიულ სლენგზე "უცხოელ მუშას" ნიშნავს) - ფილმი მუშათა კლასის წარმომადგენელ ბერძენზე მოგვითხრობს, რომელიც გერმანულ ბურჟუაზიას აოგნებს; პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები (1972), რომელიც ადამიანურ ურთიერთობებისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს; "შიში ჭამს სულს" - ამბავი გერმანელი დამლაგებელი ქალისა და მისი ახალგაზრდა მაროკოელი მექანიკოსის სიყვარულის შესახებ, რასაც საზოგადოება კიცხავს; "წელიწადი ცამეტი თვით" (1979) - პოლიტიკური ალეგორია, რომელიც ტრანსსექსუალის შესახებ გვიამბობს, რომელიც სქესის გამოცვლის ოპერაციის გაკეთების გამო ნანობს. მაყურებელმა და კრიტიკამ დადებითად მიიღო ფასბინდერის დიდი ტრილოგია - "მარია ბრაუნის გათხოვება" (1979) - ქორწინების ირონიული სურათი, რომელიც ასახავს გერმანიის ისტორიას მეორე მსოფლიო ომიდან 1950-იანი წლების "ეკონომიკურ სასწაულამდე"; "ლოლა" (1981) - "ცისფერი ანგელოზის" ფასბინდერისეული ვერსია; და "ვერონიკა ფოსის სევდა" (1982), რომელიც გერმანელი მსახიობის, სიბილ შმიტცის ცხოვრების მიხედვითაა გადაღებული.

 

ფილმოგრაფია:

1982 Querelle
1982 Veronika Voss
1981 Lola
1981 Theatre in Trance (Documentary)
1981 Lili Marleen
1979 The Third Generation
1979 The Marriage of Maria Braun
1978 In a Year with 13 Moons
1978 Despair
1978 Germany in Autumn
1976 Chinese Roulette
1976 Satan's Brew
1975 Mother Küsters Goes to Heaven
1975 Fox and His Friends
1974 Effi Briest
1974 Ali: Fear Eats the Soul
1972 The Bitter Tears of Petra von Kant
1971 The Merchant of Four Seasons
1971 Beware of a Holy Whore
1971 Whity
1970 The American Soldier
1970 Gods of the Plague
1969 Katzelmacher
1969 Love is Colder Than Death
1966 Das kleine Chaos (Short)
1966 The City Tramp (Short)
1966 This Night (Short)