არქივი → ფილმები → ნოსფერატუ
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: აპოლო - კინოს მეხსიერება
ქვეყანა: გერმანია 
წელი: 1921

 

ნოსფერატუ

შავ-თეთრი/95 წუთი

რეჟისორი: ფრიდრიჰ ვილჰელმ მურნაუ. სცენარი: ჰენრიკ გალეენი. ოპერატორი: ფრიც არნო ვაგნერი. მონაწილეობენ: მაქს შრეკი, ალექსანდერ გრანაჰი, გუსტავ ფონ ვანგენჰაიმი, გრეტა შრიოდერი, გეორგ ჰაინრიჰ შნელი, რუთ ლანდსჰოფი, ჯონ გოტოვტი, გუსტავ ბოცი, მაქს ნემეცი, ვოლფგანგ ჰაინცი.

თომას ჰუტერი ვისბორგში უძრავი ქონების სააგენტოს მდივანია. ის ბედნიერად ცხოვრობს თავის ცოლ, ელენთან ერთად. ერთ დღეს უფროსი ტრანსილვანიაში საქმეზე აგზავნის - ის უნდა მოელაპარაკოს ბარონ ორლოკს ბინის შეძენასთან დაკავშირებით. ელენი გრძნობს, რომ რაღაც რიგზე არ არის და ქმარს საფრთხე ელის, მაგრამ თომასის შეჩერება შეუძლებელია. ჰუტერი ციხე-კოშკის მეპატრონეს ღამით ხვდება, ეს უკანასკნელი კონტრაქტზე ხელს მოაწერს. როდესაც ჰუტერი მეორე დილას იღვიძებს, კისერზე პატარა წითელ წერტილებს აღმოაჩენს და ხვდება, რომ განსაცდელი მოახლოვდა. ორლოკი ვამპირია. ჰუტერი დაუყოვნებლივ გარბის ციხე-კოშკიდან და შიშობს, რომ სული მის ცოლს არ მიადგეს.

Production:
Prana-Film GmbH (Berlin)

ფრიდრიჰ ვილჰელმ მურნაუ

ფრიდრიჰ ვილჰელმ მურნაუ იყო გერმანელი რეჟისორი. მურნაუს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ნამუშევარია 1922 წელს გადაღებული ფილმი „ნოსფერატუ" - ბრემ სტოკერის „დრაკულას" ადაპტაცია. ფილმი ექსპრესიონისტული კინოს შედევრად ითვლება. შემდეგ მურნაუმ გადაიღო ფილმი „უკანასკნელი სიცილი" (1924) და გოეთეს „ფაუსტის" ინტერპრეტაცია (1926). მოგვიანებით რეჟისორი ჰოლივუდში გადასახლდა, სადაც 1926 წელს ფოქს სტუდიოსთან დაიწყო თანამშრომლობა და გადაიღო სამი ფილმი: „მზის ამოსვლა" (1927), „4 ეშმაკი" (1928) და „ქალაქელი გოგონა" (1930)."მზის ამოსვლა" კინოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება.

 

 

ფილმოგრაფია:

1919 Emerald of Death
1920 Abend - Nacht - Morgen
1920 Der Bucklige und die Tänzerin
1920 Der Januskopf
1920 Satanas
1921 Der Gang in die Nacht
1921 Desire
1921 The Haunted Castle
1922 Der brennende Acker
1922 Marizza, genannt die Schmuggler-Madonna
1922 Nosferatu
1922 Phantom
1924 Finances of the Grand Duke
1924 The Last Laugh
1925 Tartuffe
1926 Faust
1927 Sunrise
1928 4 Devils
1930 City Girl
1931 Tabu: A Story of the South Seas