არქივი → ფილმები → პარიზი, ტეხასი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: აპოლო - კინოს მეხსიერება
ქვეყანა: დასავლეთ გერმანია /საფრანგეთი
წელი: 1983/1984

 

პარიზი, ტეხასი

ფერადი/144 წუთი

რეჟისორი: ვიმ ვენდერსი. სცენარი: სემ შეპარდი. ოპერატორი: რობი მიულერი. მონტაჟი: პეტერ პრჟიგოდა. მუსიკა: რაი კუდერი. მონაწილეობენ: ჰარი დინ სთენთონი, ნასტასია კინსკი, დინ სთოკველი, ორორ კლემანი, ჰანთერ კარსონი, ბერნჰარდ ვიკი, სემ ბერი, კლარესი მობლი, ვივა ოდერი, სოკორო ვალდესი.

თრევისების ოჯახი წლების წინ დაიშალა. მას შემდეგ მას არც თავისი ყოფილი მეუღლე, ჯეინი უნახავს და არც შვილი - ჰანთერი. ცხადია, განქორწინების შემდეგ, თრევისი ოთხი წელი არსად ჩანდა. შემდეგ მას ვხედავთ ტეხასის უდაბნოში, ერთ პატარა ქალაქში. მას არც კი ახსოვს თავისი წარსული. ძმის დახმარებით, რომელმაც ჰანთერის აღზრდაში მონაწილეობა მიიღო, ის მეტყველების უნარს იბრუნებს. თანდათან გაუცხოებულ შვილთან ურთიერთობის აწყობასაც ახერხებს. ბოლოს, ისინი ერთად დაადგებიან გზას ჯეინის საპოვნელად და მას პიპ შოუზე ჰიუსტონში (ტეხასი) იპოვნიან.

Production:
Road Movies Filmproduktion GmbH (Berlin), Argos Films S.A. (Neuilly)

ვიმ ვენდერსი

ვიმ ვენდერსი გერმანელი რეჟისორი, სცენარისტი, მწერალი, ფოტოგრაფი და ახალი გერმანული კინოს მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მის მიერ მიღებულ უამრავ ჯილდოთაგან საგულისხმოა კინოაკადემიის ჯილდოზე ნომინაცია საუკეთესო დოკუმენტური ფილმებისთვის: Buena Vista Social Club (1999), პინა (2011) და „მიწის მარილი" (2014). ვენდერსის ერთ-ერთი პირველი ჯილდო იყო BAFTA-ს პრემია საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში დრამატული ფილმისთვის „პარიზი ტეხასი" (1984), რომელმაც იმავე წლის კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მოიპოვა. მისმა არაერთმა შემდგომმა ფილმა მიიღო კანის ფესტივალის ჯილდო, მათ შორის ნამუშევარმა „სურვილის ფრთები" (1987).

 

 

 

 

 

 

 

რჩეული ფილმოგრაფია:

1970 Summer in the City
1972 The Goalkeeper's Fear of the Penalty
1973 The Scarlet Letter
1974 Alice in the Cities
1975 The Wrong Move
1976 Kings of the Road
1977 The American Friend
1980 Lightning Over Water
1982 Hammett
1982 The State of Things
1984 Paris, Texas
1987 Wings of Desire
1989 Notebook on Cities and Clothes
1991 Until the End of the World
1993 Faraway, So Close!
1997 The End of Violence
1999 Buena Vista Social Club
2000 The Million Dollar Hotel
2005 Don't Come Knocking
2011 Pina