არქივი → ფილმები → შვიდი მოგზაურობა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: აპოლო - კინოს მეხსიერება
ქვეყანა: გერმანია 
წელი: 1946/1947

 

შვიდი მოგზაურობა

შავ-თეთრი/111 წუთი

რეჟისორი: ჰელმუთ კოიტნერი. სცენარი: ჰელმუთ კოიტნერი, ერნსტ შნაბელი. ოპერატორი: იგორ ობერბერგი. მონტაჟი: ვოლფგანგ ვერუმი. მუსიკა: ბერნარდ აიჰჰორნი. მონაწილეობენ: ერიჰ შელოუ, გერთ შეფერი, ვინი მარკუსი, ვერნერ ჰინცი, კარლ ჯონი, ერიჰ ვაიჰერი, ელი კლიპე, ფრანც შაფჰაიტლინი, ალის ტრეფი, ჰანს ნილსენი.

მანქანა საკუთარ ისტორიას ყვება და ეს ისტორია მის შვიდ მფლობელს უკავშირდება ნაცისტური გერმანიის მესამე რაიხის წლებში.
ერთ-ერთი მფლობელი იყო ჰიტლერის პოლიტიკური მოწინააღმდეგე, რომელიც მის სახელმწიფოს სათავეში მოსვლისთანავე, იძლებულია, გაიქცეს; ასევე იყო კომპოზიტორი, რომელსაც აუკრძალეს მუსიკალური საქმიანობა; შემდეგ იყო გალერისტი, რომელიც თავის ებრაელ ცოლთან ერთად, დამსხვრეული ვიტრინების ღამის დროს, იძულებულია, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს; წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი, რომელსაც გაქცევისას კლავენ; ჯარისკაცი სუსხიანი რუსული ზამთრის დროს; დიდგვაროვანი მოხუცი ქალი, რომელსაც დევნიან, რადგანაც მისმა შვილმა ჰიტლერის მოკვლა ცადა; და ბოლოს, ლტოლვილი ქალი და მისი შვილი, რომელსაც გზად ახალგაზრდა ჯარისკაცი ეხმარება.

Production:
Camera-Filmproduktion GmbH (Hamburg)

ჰელმუთ კოიტნერი

პაულ გიუნთერ ჰელმუთ კოიტნერი დაიბადა 1908 წლის 25 მარტს დიუსელდორფში (ჩრდილო რაინ-ვესტფალია, გერმანია). ის იყო რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც ცნობილია ფილმებით „კაპიტანი კიოპენიკიდან" (1956), „ეშმაკის გენერალი" (1955) და „უკანასკნელი ხიდი" (1954). მისი მეუღლე იყო ერიკა ბალკი. ის 1980 წლის 20 აპრილს, კასტელინაში, კიანტიში (ტოსკანა, იტალია) გარდაიცვალა.

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

1939 Kitty and the World Conference
1940 Frau nach Maß
1940 Kleider machen Leute
1941 Auf Wiedersehn, Franziska!
1942 Anuschka
1942 Wir machen Musik
1943 Romance in a Minor Key
1944 Port of Freedom
1946 Under the Bridges
1947 Seven Journeys
1948 The Original Sin
1950 Epilogue
1950 Royal Children
1951 Weiße Schatten
1953 Captain Bay-Bay
1954 Portrait of an Unknown Woman
1954 The Last Bridge
1955 Ludwig II: Glanz und Ende eines Königs
1955 Sky Without Stars
1955 The Devil's General
1956 The Captain from Köpenick
1956 The Girl from Flanders
1957 Monpti
1957 The Affairs of Julie
1958 Duel in the Forest
1958 The Restless Years
1959 A Stranger in My Arms
1959 The Rest Is Silence
1959 Without Trumpet or Drum
1960 A Glass of Water
1961 Black Gravel
1961 The Dream of Lieschen Mueller
1962 Redhead
1963 The House in Montevideo
1964 Tales of a Young Scamp
1970 The Fire Tongue Bowl