არქივი → ფილმები → ნიკელისა და ყინულის მთვარე (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: Canada 150
ქვეყანა: კანადა /რუსეთი
წელი: 2016

 

ნიკელისა და ყინულის მთვარე

ფერადი/110 წუთი

რეჟისორი: ფრანსუა ჟაკობი. სცენარი: ფრანსუა ჟაკობი. ოპერატორი: ვუკ სტოიანოვიჩი, ფრანსუა ჟაკობი, ილია ზიმა. მონტაჟი: ფრანსუა ჟაკობი, ჟერიკო ჟოდი. მუსიკა: ვივიან ოდეტი, რობან-ჟოელ ქული, ალექსის მარტანი.

არქტიკული ციმბირის შუაგულში არსებული მაღაროელთა ქალაქი ნორილსკი ქარის კედლებს მიღმაა და მისი ქარხნების გამონაბოლქვსა და გოგირდშია ჩაძირული. თუკი თინეიჯერები ამ გათოშილი ქალაქიდან გაქცევაზე ოცნებობენ და ნიკელის მაღაროს მუშები დანგრეული საბჭოთა კავშირის ამხანაგობას ნატრობენ, გულაგის ტყვეთა შთამომავლები და თეატრის მსახიობები ცდილობენ, ნათელი მოფინონ ყინულისა და ცენზურის საფარქვეშ დამარხულ ნორილსკის შავბნელ წარსულს.

Production:
Les Films Camera Oscura
Distribution:
Les Films Du 3 Mars

ფრანსუა ჟაკობი


ფრანსუა ჟაკობი თვითნასწავლი რეჟისორია, რომელსაც ძირითადად მოკლემეტრაჟიანი ფილმები აქვს გადაღებული. მის ადრეულ ნამუშევრებს შორის საგულისხმოა: „მომღერალი მომავალი" (2014), „მზე" (2010) და „მატარებლის ბოლო" (2008). „ნიკელის მთვარის ქვეშ" მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ნამუშებარია. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს მონრეალში.

 

 

 

ფილმოგრაფია:

2008 La queue du train (Short)
2014 Tu la suivras (Short)
2017 A Moon of Nickel and Ice (Documentary)