არქივი → ფილმები → სიმულაცია (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ჰორიზონტები
ქვეყანა: ირანი 
წელი: 2017

 

სიმულაცია

ფერადი/84 წუთი

რეჟისორი: აბედ აბესტი. სცენარი: აბედ აბესტი. ოპერატორი: ჰადიმ ხოზუიე აბიანეჰი. მონტაჟი: ჰაიდე საფიარი.
მუსიკა: ბამდად აფშარი. მონაწილეობენ: აბედ აბესტი, ვაჰიდ რადი, მაჯიდ იუსეფი, დანიალ ხოჯასტე, შაჰრზად სეიფი, ასგარ პირანი, ჯავად პურჰეიდარი, ჯავად პულადი.

უიკენდის დროს, სამი ახალგაზრდა მშობლიურ ქალაქში გასართობ ადგილს ეძებს. ისინი რამდენიმე ალტერნატივის შესახებ საუბრობენ. ბოლოს, თანხმდებიან, რომ ერთი მოხუცის სახლში წავიდნენ, რომელთანაც ძალიან ახლო და მჭიდრო ურთიერთობა აქვთ და რომელიც ერთხელ უკვე ნახეს. მოხუცი სიხარულით ხვდება მათ. ეს წვეულება თითოეულისთვის ტრაგიკულად დასრულდება. მართალია, წვეულება კარგად იწყება, მაგრამ ბოლოს უსიამოვნება მოუვათ, იჩხუბებენ, პოლიცია ჩაერევა და ტრაგედია დაიწყება.

Production:
Hich Film
World Sales:
Iranian Independents

აბედ აბესტი

დაიბადა 1987 წელს, ირანში. ის არის თეატრის და კინოს მსახიობი და რეჟისორი. აბედს გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გუშინწინდელ დღემდე ჰოსეინი არ მინახავს" (2011) და საშუალო ხანგრძლივობის ფილმი „კუთხე" (2014). „სიმულაცია" მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომლის პრემიერაც ბერლინალეზე, 2017 წელს შედგა.

 

 

 

ფილმოგრაფია:

2017 Tamaroz