არქივი → ფილმები → რექვიემი მისის ჯეისთვის (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: სერბეთი 
წელი: 2017

 

რექვიემი მისის ჯეისთვის

ფერადი/94 წუთი

რეჟისორი: ბოიან ვულეტიჩი. სცენარი: ბოიან ვულეტიჩი. ოპერატორი: იელენა სტანკოვიჩი. მონტაჟი: ვლადიმირ პავლოვსკი. მონაწილეობენ: მირიანა კარანოვიჩი, იოვანა გავრილოვიჩი, დანიცა ნედელკოვიჩი, მირიანა ბანიაჩი, ვუჩიჩ პეროვიჩი.

ქალბატონი ჯ. ერთ დროს ადმინისტრაციული მოხელე იყო, რომელიც გადაწყვეტს, რომ თავისი მოვალეობები შეასრულოს: დარეცხოს ბაკანში დაგროვილი ჭურჭელი, წავიდეს მაღაზიაში, ამოთხაროს ოჯახის პისტოლეტი. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ თავი ამ იარაღით მოიკლას ქმრის გარდაცვალების წლისთავზე. ის მზადაა, ყველა პირადი და ადმინისტრაციული საქმე დაასრულოს, რომ მშვიდად მოიკლას თავი. მაგრამ ამ ყველაფრისთვის მას ერთადერთი რამ ჭირდება - უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მსახურობის მოწმობა.

Production:
See Film Pro, Skopje Film Studio
World Sales:
Soul Food

ბოიან ვულეტიჩი

დაიბადა 1977 წელს, ბელგრადში. მიიღო კინო და ტელერეჟისორის მაგისტრის ხარისხი დრამატული ხელოვნების ფაკულტეტზე, ბელგრადში. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის „ბელგრადის პრაქტიკული გზამკვლევი სიმღერით და ტირილით" პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, რომელმაც რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა.

 

 

 

ფილმოგრაფია:

2011 Practical Guide to Belgrade with Singing and Crying
2015 Zlatno doba Leskovca (Documentary)
2017 Requiem for Mrs. J.