არქივი → ფილმები → კასტინგი (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ARTS
ქვეყანა: გერმანია 
წელი: 2017

 

კასტინგი

ფერადი/91 წუთი

რეჟისორი: ნიკოლას ვაკერბართი. სცენარი: ნიკოლას ვაკერბართი, ჰანეს ჰელდი. ოპერატორი: იურგენ კარლე. მონტაჟი: სასკია მეტენი. მონაწილეობენ: ანდრეას ლუსტი, იუდით ენგელი, მილენა დრაისიგი, კორინა კირხჰოფი, ვიქტორია ტრაუტმანსდორფი, მარი-ლუ სალემი, ანდრეა სავაცკი, ურსინა ლარდი, ნიკოლ მარიშკა, შტეფან გროსმანი.

პირველი სატელევიზიო ფილმისთვის - ფასბინდერის „პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლების" რიმეიკისთვის - რეჟისორი ვერა საუკეთესო მსახიობებს ეძებს. მაგრამ გადაღების პირველი დღეც მალე მოდის და უამრავი მოსმენის მიუხედავად, მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ჯერ კიდევ არ უპოვიათ. პროდიუსერი და გადამღები ჯგუფი თანდათან უფრო და უფრო ბრაზდება ვერაზე, გერვინს კი სიამოვნებს დამატებითი სამუშაო, ვინაიდან ის დამატებით გასამრჯელოს გამოიმუშავებს იმით, რომ სხვადასხვა კასტინგზე ვარსკვლავობის კანდიდატებს დიალოგის სიტყვებს ურიგებს.

Production:
Südwestrundfunk
World Sales:
The Match Factory

ნიკოლას ვაკერბართი

ნიკოლას ვაკერბართი დაიბადა 1973 წლის 31 მაისს, მიუნჰენში (დას. გერმანია). ის არის მსახიობი და რეჟისორი, რომელიც ცნობილია ფილმებით: „ტონი ერდმანი" (2016), „მამხილებელი გული" (2003) და „ყოველდღიური საგნები" (2013).

 

 

 

ფილმოგრაფია:

2004 Anfänger! (Short)
2004 Lovesick (Short)
2007 Half Hours (Short)
2013 Everyday Objects
2017 Casting