არქივი → ფილმები → ბოისი (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ARTS
ქვეყანა: გერმანია 
წელი: 2017

 

ბოისი

ფერადი, შავ-თეთრი/107 წუთი

რეჟისორი: ანდრეს ფაიელი. სცენარი: ანდრეს ფაიელი. ოპერატორი:იორგ იესელი.  მონტაჟი: შტეფან კრუმბიგელი, ოლაფ ფოიგთლენდერი. მუსიკა: ულრიჰ როიტერი, დამიან შოლი.

იოზეფ ბოისი - კაცი შლაპით, ფეტრის ტანსაცმლით და ნამუშევარი „ქონიანი კუთხე". მისი გარდაცვალებიდან ოცდაათი წლის შემდეგ, ის წინასწარმეტყველად გვევლინება, რომელმაც გაუსწრო და დღემდე უსწრებს დროს. ის იყო პირველი გერმანელი არტისტი, რომლის სოლო გამოფენაც ნიუ იორკის გუგენჰაიმის მუზეუმში გაიმართა. სამშობლოში კი მის ნამუშევრებს დაცინვით - „ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ ნაგავს" უწოდებდნენ.

Production:
zero one film GmbH (Berlin)
World Sales:
Beta Cinema

ანდრეს ფაიელი


ანდრეს ფაიელი დაიბადა 1959 წლის 16 ოქტომბერს, შტუტგარტში (გერმანია). ის არის რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც ცნობილია ფილმებით: „ჩვენ თუ არა, ვინ?" (2011), „შავი ყუთი BRD" (2001) და „სცენისთვის დაბადებული" (2004).

 

ფილმოგრაფია:

1994 Balagan (Documentary)
1996 Die Überlebenden (Documentary)
2001 Black Box BRD (Documentary)
2004 Addicted to Acting (Documentary)
2006 Der Kick (Documentary)
2011 If Not Us, Who?
2017 Beuys (Documentary)