არქივი → ფილმები → სექსი დურგა (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ჰორიზონტები
ქვეყანა: ინდოეთი 
წელი: 2017

 

სექსი დურგა

ფერადი/85 წუთი

რეჟისორი: სანალ კუმარ სასიდჰარანი. სცენარი: სანალ კუმარ ასიდჰარანი. ოპერატორი: პრატაპ ჯოზეფი. მონტაჟი: სანალ კუმარ სასიდჰარანი. მუსიკა: ბასილი CJ. მონაწილეობენ: რაჯშრი დეშპანდე, კანან ნაიარი, სუჯიშ კ.ს., ვედჰი, ბილას ნაირი, არუნ სოლი.

ჩრდილოეთ ინდოელი მიგრანტი დურგა და კერალელი ახალგაზრდა, კაბირი, შუაღამისას იპარებიან. ისინი უახლოეს რკინიგზის სადგურზე ტრანსპორტს ელოდებიან, რომ შორეულ მხარეში წავიდნენ. ორი უმნიშვნელო განგსტერი, რომლებსაც იარაღი გადააქვთ, წყვილს დახმარებას შეთავაზებენ. უიღბლო „დურგას" საქციელს საზოგადოების მხრიდან უარყოფით რეაქცია მოყვება მთელი ღამის განმავლობაში. დურგას მოგზაურობის პარალელურად, ფილმში ერთი იდუმალი მოვლენა ხდება. კერალას ერთ-ერთ სოფელში ენთუზიასტები წარმოადგენენ რიტუალური ხელოვნების ერთ-ერთ ხორმას - „გარუდან თოკამს", რომელიც ქალღმერთ დურგას პერსონიფიცირებული რისხვა და ხორცშესხმული მრისხანებაა ქალღმერთ კალის სამფლობელოში, მოგვარებული პრობლემების სანაცვლოდ.

Production:
NiV Arts Movies
World Sales:
NIV Art Movies

სანალ კუმარ სასიდჰარანი

სანალ კუმარ სასიდჰარანი დაიბადა 1977 წლის 8 აპრილს, სოფელ პერუმკადავილაში, თირუვანანთაპურამის რეგიონში, კერალა. 2001 წელს მან, კოლეგებთან ერთად, დააარსა კინოსაზოგადოება, რაც ითვალისწინებს დამოუკიდებელი ფილმებისთვის ხალხის მხრიდან დაფინანსების ხელშეწყობას. გადაღებული აქვს სამი მოკლემეტრაჟიანი და ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი ხალხის დაფინანსების წყალობით. 2014 წელს მას კერალას შტატის კინოპრემიის ცერემონიალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაცეს.

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

2001 Athisayalokam (Video short)
2009 Parole
2012 Frog (Short)
2014 Oraalppokkam
2015 Ozhivudivasathe Kali
2017 Sexy Durga