არქივი → ფილმები → ძაღლები (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ჰორიზონტები
ქვეყანა: ჩილე /საფრანგეთი /არგენტინა /პორტუგალია
წელი: 2017

 

ძაღლები

ფერადი/94 წუთი

რეჟისორი: მარსელა საიდი. სცენარი: მარსელა საიდი. ოპერატორი: ჟორჟ ლეშაპტუა. მონტაჟი: ჟან დე სერტო. მუსიკა: გრეგუარ ოჟე. მონაწილეობენ: ანტონია ზეგერსი, ალფრედო კასტრო, ალეხანდრო სიევეკინგი, რაფაელ შპრეგელბურდი.

42 წლის მარიანა მაღალი წრის ჩილეელთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც პრივილეგიას ნორმად მიჩნევენ. მამის და ქმრის მიერ უარყოფილი მარიანა უჩვეულო ლტოლვას გრძნობს თავისი ჯირითის ინსტრუქტორის, 60 წლის ხუანის მიმართ. ხუანი ყოფილი პოლკოვნიკია, რომელიც დიქტატურის დროს, ადამიანის უფლებათა დარღვევაში იყო ეჭვმიტანილი. მაგრამ მათი გამომწვევი სასიყვარულო ურთიერთობა იმ უხილავ კედლებს ეხლება, რომელიც მარიანას ოჯახს წარსულისგან მიჯნავს.

Production:
Cinema Defacto (France)
Jirafa Films (Chile)
Rei Cine (Argentina)
Terratreme Filmes (Portugal)
Augenschein Filmproduktion (Germany)
International Sales:
Films Boutique

მარსელა საიდი

მარსელა საიდ კარესი დაიბადა 1972 წელს, სანტიაგოში (ჩილე). 2013 წელს მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის „მფრინავი თევზის ზაფხული" პრემიერა კანის რეჟისორების ორკვირეულის ფარგლებში შედგა.

 

 

ფილმოგრაფია:

2001 I Love Pinochet (Documentary)
2006 Opus Dei - Una cruzada silenciosa (Documentary)
2011 The Young Butler (Documentary)
2013 The Summer of Flying Fish
2017 Los Perros