არქივი → ფილმები → ჟოაკიმი (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ჰორიზონტები
ქვეყანა: ბრაზილია /პორტუგალია
წელი: 2017

 

ჟოაკიმი

ფერადი/94 წუთი

რეჟისორი: მარსელო გომესი. სცენარი: მარსელო გომესი. ოპერატორი: პიერ დე კერჩოვი. მონტაჟი: ედუარდო შატანიე. მუსიკა: ო გრივო. მონაწილეობენ: ჟულიუ მაჩადუ, იზაბელ ზუა, ნუნო ლოპეში, რომულო ბრაგა, ველკეტ ბუნგე, კარაი რია პუა, დიოგო დორია, ედუარდო მორეირა, მარკო ფუგა.

მეთვრამეტე საუკუნის ბრაზილია. თანდათან ღელავენ იმის გამო, რომ პორტუგალიის ამ კოლონიაში ოქროს მოპოვება სულ უფრო მცირდება. ქვეყანას კორუმპირებული კოლონისტი ოფიცრები მართავენ. ლეიტენანტმა ჟოაკინმა ოქროს კონტრაბანდისტებზე მონადირის სახელი გაითქვა. უკვე დიდი ხანია ელოდება ჯილდოს, რომლის საშუალებითაც უნდა, თავისი შეყვარებული - ფერადკანიანი მონა გამოისყიდოს. სხვა საშუალებით ფულის შოვნის მიზნით, ის გადაწყვეტს, რომ მონაწილეობა მიიღოს ოქროს ახალი საბადოების აღმოსაჩენ სახიფათო ექსპედიციაში. რაც უფრო გრძელდება ძიება, მით უფრო ეჭვი იპყრობს ჟოაკინს. თანდათან აცნობიერებს იმ უკანონობას, რომელიც მისმა ქვეყანამ კოლონიას მოუტანა.

Production:
REC Produtores Associados
World Sales:
Films Boutique

მარსელო გომესი

დაიბადა რესიფიში (ბრაზილია), 1962 წელს. ადრეულ ასაკში, თავის მშობლიურ ქალაქში კინოკლუბი დააარსა. სწავლობდა ბრისტოლის უნივერსიტეტში და პარალელურად იღებდა მოკლემეტრჟიან ფილმებს, რომელთაც არაერთი ჯილდო დაიმსახურეს. მისი სრულმეტრაჟიანი კინოდებიუტი „კინო, ასპირინი და მტაცებლები" 2005 წელს კანში აჩვენეს. მისი ფილმი „მივემგზავრები იმიტომ, რომ ასეა საჭირო და ვბრუნდები, რადგან მიყვარხარ", რომელიც კარიმ აინუზთან ერთად გადაიღო, 2009 წელს ვენეციაში წარმოადგინეს.

 

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

1995 Punk Rock Hardcore (Documentary short)
1998 Clandestina Felicidade (Short)
1999 O Brasil em Curtas 06 - Curtas Pernambucanos (Video)
2000 Os Brasileiros (TV Movie)
2005 Cinema, Aspirins and Vultures
2009 I Travel Because I Have to, I Come Back Because I Love You
2012 Once Upon a Time Veronica
2013 O Homem das Multidões
2017 Joaquim