არქივი → ფილმები → ყურე (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: თურქეთი /გერმანია /საბერძნეთი
წელი: 2017

 

ყურე

ფერადი/110 წუთი

რეჟისორი: ემრე იეკსანი. სცენარი: ემრე იეკსანი, აჰმეთ ბიუკე. ოპერატორი: იაკუბ გიზა. მონტაჟი: სელდა ტაშკინი. მუსიკა: ეკინ ფილი. მონაწილეობენ: ულაშ ტუნა ასტეპე, აჰმეთ მელიჰ ილმაზი, სერპილ გიული, მიუფიტ კაიაჯანი, მერვე დიზდარი, დამლა არდალი, ჯემ ზეინელ კილიჩი.

წარუმატებელი კარიერის და მტკივნეული განქორწინების შემდეგ, სელიმი თავის მშობლიურ იზმირს უბრუნდება. მას სამომავლო გეგმების დაწყობა არ უნდა, უბრალოდ, თავის წარსულში დაეხეტება და ნახულობს ოჯახს, სკოლის ამხანაგებს, ყოფილ შეყვარებულს. შემთხვევით ხვდება ჯარის მეგობარ ჯიჰანს - მომხიბვლელი ენერგიის მქონე ზარმაცს. საზღვაო შემთხვევის გამო, იზმირში საშინელი სუნი ვრცელდება და ადამიანები ტოვებენ იქაურობას. სელიმი კი თანდათან სულ უფრო იძირება ახალ სამყაროში, სადაც ის ცხოვრებისეული შესაძლებლობები უნდა მოსინჯოს.

Production:
Istos Film
Birfilm
Kundschafter Films
Homemade Films
World Sales:
Istos Film

ემრე იეკსანი

ემრე იეკსანი დაიბადა 1981 წელს, დაამთავრა მიმარ სინანის სახელობის და პარიზის სორბონის უნივერსიტეტების კინომცოდნეობის ფაკულტეტი. ის პროდიუსერად მუშაობდა პარიზში და 2008 წელს სტამბოლში დაბრუნდა, სადაც საკუთარი პროექტის განხორციელება დაიწყო. „ყურე" მისი სრულმეტრაჟიანი სარეჟისორო დებიუტია.

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

2017 Körfez