არქივი → ფილმები → ხარაჩოები (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: ისრაელი /პოლონეთი
წელი: 2017

 

ხარაჩოები

ფერადი/90 წუთი

რეჟისორი: მათან იაირი. სცენარი: მათან იაირი. ოპერატორი: ბარტოშ ბიენიეკი. მონტაჟი: დოვ შტოიერი. მუსიკა: იშაი ადარი. მონაწილეობენ: კერენ ბერგერი, ემი სმოლარჩიკი, ჯეიკობ კოენი, აშერ ლაქსი.

17 წლის აშერი ყოველთვის იმპულსური წესრიგის დამრღვევი იყო, ჯერ კიდევ დაწყებითი სკოლიდან. მისთვის რთულია კლასში კონცენტრირება და ამიტომაც ის ხშირადაა გაბრაზების და სისასტიკის მიზეზი. მაგრამ ის საკმაოდ მომხიბვლელიცაა და ქუჩაში კარგი გაკვეთილი აქვს მიღებული. მკაცრი მამა მას ოჯახის ხე-ტყის ბიზნესის ბუნებრივ გამგრძელებლად თვლის. მაგრამ აშერისთვის მამაკაცის სანიმუშო მოდელი არის მისი მშვიდი ლიტერატურის მასწავლებელი რამი, რომელსაც განსაკუთრებულად უახლოვდება. ორ სამყაროს შორის მოქცეული აშერი ახალი ცხოვრების დაწყებას და ახალი იდენტობის პოვნას ცდილობს. მაგრამ მოულოდნელი ტრაგედიის გამო, მან სიმწიფის გამოცდა უნდა ჩააბაროს.

Production:
Green Productions
Film Produkcja
United King Films
World Sales:
New Europe Film Sales

მათან იაირი

მათან იაირი დაიბადა 1977 წელს და არის კინორეჟისორი, მწერალი და სკოლაში უფროსკლასელებს ისტორიას და ლიტერატურას ასწავლის. მან იერუსალიმში, სემ შპიგელის კინოსა და ტელევიზიის სკოლა გაიარა, სადაც სასცენარო პროგრამა დაამთავრა. ასევე, თელ ავივის უნივერსიტეტის რეჟისურის ფაკულტეტი დაასრულა. მათანის ლიტერატურა და ხელოვნება მისი პირადი გამოცდილებიდან მომდინარეობს. ფილმი „ხე-ტყე" მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია და 2017 წელს კანის დამოუკიდებელი კინოს და დისტრიბუციის ასოციაციის პროგრამამ მხარი დაუჭირა.

 

 

ფილმოგრაფია:

2008 Katuv Lecha Bateudat Zehut She'any Aba Shelcha (Documentary)
2011 Winter Clothes (Short)
2017 Scaffolding