არქივი → ფილმები → წყეული ზაფხული (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: პორტუგალია 
წელი: 2017

 

წყეული ზაფხული

ფერადი/127 წუთი

რეჟისორი: პედრო კაბელეირა. სცენარი: პედრო კაბელეირა. ოპერატორი: ლეონორ ტელესი. მონტაჟი: რუბენ გონსალვეში. მონაწილეობენ: პედრო მარუჟუ, ანა ვალენტიმი, ლია კარვალიო, დანიელ ვიანა.

ჩიკოს ზაფხული სახლიდან იწყება, თავის ბებია-ბაბუასთან, ლიმონის ხის ჩრდილში. სათავე. მისი ბავშვობის მოგონებების წყარო. მაგრამ ახლა სულით და გულით ლისაბონშია, სადაც მან სწავლა დაასრულა და კარიერის დაწყების იმედი აქვს. ჩიკო პერსპექტივების და მოლოდინის არმქონე თაობის წარმომადგენელია, რომელთათვისაც სრულწლოვანი თითქოს არასდროს დგება. ვნებებით და გულგატეხილობებით გაჯერებული ლისაბონური ღამეები მას ფსიქოდელიური ჰედონიზმის ტყვეობაში აქცევს, სადაც გაჩაღებული ტკივილი ეიფორიად გარდაიქმნება.

Production:
Optec, Videolotion
International Sales:
Slingshot Films

პედრო კაბელეირა


პედრო კაბალეირა დაიბადა 1992 წელს, პორტუგალიაში. დაამთავრა ლისაბონის თეატრისა და კინოს სკოლის სარეჟისორო ფაკულტეტი, სადაც გადაიღო საშუალო ფორმატის ფილმი „გაუცხოება" (2013). სწავლის დასრულების შემდეგ, დააარსა საპროდიუსერო კომპანია Videolotion, ჯოანა პერალტასა და მარტა რიბეიროსთან ერთად. „წყეული ზაფხული" (2017) მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

 

 

ფილმოგრაფია:

2013 Estranhamento (Short)
2017 Verão Danado