არქივი → ფილმები → ბრაზილიელები (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: უნგრეთი 
წელი: 2017

 

ბრაზილიელები

ფერადი/105 წუთი

რეჟისორი: ჩაბა მ. კისი, გაბორ როჰონი. სცენარი: პეტერ ჰუსარი, ჩაბა მ. კისი, კლარა მუი. ოპერატორი: დიორდი რედერი. მონტაჟი: აგი მოგორი. მუსიკა: ტიბორ ბორნაი. მონაწილეობენ: ერიკ ლაკატოში, ბარნაბას ბერგენდი, დანიელ ვიქტორ ნადი.

ქაოსური ვითარება იქმნება ბოშათა უმცირესობას შორის აქსაში, როდესაც მერი, სოფლის ახალგაზრდა მღვდლის რჩევით, აცხადებს, რომ წელს ბოშების ფეხბურთის გუნდს სოფლის ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლია. წელსვე, წარმოშობით აქსელი ბრაზილიელი მილიონერის წყალობით, გამარჯვებულ გუნდს რიო დე ჟანეიროში მიიწვევენ. ჩემპიონატი იწყება. მოვლენები, ემოციები და სიბრაზე მწვერვალს აღწევს. ისინი, ვინც ბოლოს მოიგებს, წესით, არ უნდა მოეგო; ხოლო ისინი, ვინც სიყვარულს პოულობენ, წესით, არ უნდა ყოფილიყვნენ შეყვარებულები.

Production:
Inforg-M&M Film
World Sales:
Hungarian National Film Fund

 

ჩაბა მ. კისი

ჩაბა კისი სწავლობდა ჟურნალისტიკას, შიდა პოლიტიკის სპეციალობით, დიორდ ბალინტის სახელობის ჟურნალისტიკის აკადემიაში, ბუდაპეშტში (1989).

 

ფილმოგრაფია:

2017 Brazilok

 

გაბორ როჰონი

დაიბადა 1966 წელს, პეჩში (უნგრეთი). 1993 წელს დაამთავრა უნგრეთის დრამისა და კინოს აკადემია, კინორეჟისორის სპეციალობით.

 

ფილმოგრაფია:

1996 A büvész (Short)
2007 The End
2017 Brazilok