არქივი → ფილმები → სუფთა გულით (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში - უნგრეთი
ქვეყანა: უნგრეთი 
წელი: 2016

 

სუფთა გულით

ფერადი/105 წუთი

რეჟისორი: ატილა ტილი, სცენარი: ატილა ტილი, ოპერატორი: იმრე იუჰასი, მონტაჟი: მარტონ გოთარი, მუსიკა:
ჩაბა კალოტაში, მონაწილეობენ: ჟოლტან ფენვეში, საბოლჩ ტუროცი, ადამ ფეკეტე, დუშან ვიტანოვიჩი, ლიდია დანიში, მონიკა ბალშაი.

სავარძელს მიჯაჭვული 20 წლის ზოლი, მისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეგობარი და ყოფილი მეხანძრე, რომელიც, ასევე, სავარძელსაა მიჯაჭვული, მაფიას საკუთარ მომსახურებას თავაზობენ, დაქირავებული მკვლელების ბანდის რანგში. მაგრამ, როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე, სინამდვილე ოდნავ უფრო პროზაულია.. თავის მეტისმეტად ორიგინალურ, სიმძაფრით გაჯერებულ კომედიაში, უნგრელი რეჟისორი ატილა ტილი ერთმანეთთან ოსტატურად აკავშირებს სინამდვილეს და ფანტაზიას, როდესაც მსუბუქ გამოცდას უწყობს საზოგადოებისგან გარიყულ პერსონაჟებს, რომლებსაც ისეთი რამეების გაკეთება სურთ, რისთვისაც ჩვეულებრივ ადამიანებს დიდი ძალისხმევა არ ჭირდებათ.

Production:
Laokoon Filmgroup
World Sales
Hungarian National Film Fund

ატილა ტილი

დაიბადა 1971 წელს ბუდაპეშტში. დაამთავრა უნგრეთის ნატიფ ხელოვნებათა უნივერსიტეტის ინტერმედიის განყოფილება. მისი პირველი მხატვრული ფილმის, „პანიკის" პრემიერა 2008 წელს, უნგრული კინოს კვირეულზე შედგა, სადაც ფილმმა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა და მას შემდეგ რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალებზე აჩვენეს. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მხეცი" 2011 წელს გადაიღო, რომელიც თანამედროვე სამყაროში მონობის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის პრემიერა კანში, რეჟისორთა ორკვირეულზე შედგა და მას შემდეგ 100 ფესტივალზე მეტი მოიარა. ფილმი „სუფთა გულით" (2016) რეჟისორის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

 

 

 

 

 

ფილმოგრაფია:

2008 Panic
2011 Beast (Short)
2016 Kills on Wheels