პროგრამა → ფილმები ა - ჰ → საშიში დედა
კინოფესტივალი მედიაში

პროგრამის გვერდი განახლდება მალე.

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ

სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო /ესტონეთი
წელი: 2017

 

საშიში დედა

ფერადი/107 წუთი

რეჟისორი: ანა ურუშაძე. სცენარი: ანა ურუშაძე. ოპერატორი: კონსტანტინე ესაძე. მონტაჟი: ალექსანდერ კურანოვი.
მუსიკა: ნიკა ფასური. მონაწილეობენ: ნატო მურვანიძე, დიმიტრი ტატიშვილი, რამაზ იოსელიანი, ავთანდილ მახარაძე, დარეჯან ხარშილაძე, ლილი ხურიტი, ანასრასია ჭანტურაია, ლაშა გაბუნია, ნანა ხურიტი, ლუკა ნაჭყებია.

50 წლის დიასახლისი მანანა საკუთარ დილემას ებრძვის - მან ან საკუთარი ოჯახი უნდა აირჩოს ან თავისი გატაცება - წერა, რომელსაც წლების განმავლობაში იხშობდა. საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ გატაცებას მიყვეს და ბოლომდე ეფლობა წერის პროცესში, რასაც მსხვერპლად წირავს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.

Producer:
Tinatin Kajrishvili, Lasha Khalvashi
Co-producer:
Ivo Felt
Production:
Artizm, Gemini, Allfilm
World Sales:
Artzim, Alief UK

ანა ურუშაძე

დაიბადა თბილისში (საქართველო) 1990 წელს. 2013 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. „საშიში დედა" მისი სრულმეტრაჟიანი დებიუტია. ფილმის მრავალ ჯილდოს შორის, საგულისხმოა: ლოკარნოს კინოფესტივალზე საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვება „ოქროს ლეოპარდი"; სარაევოს კინოფესტივალის მთავარი პრიზი; ეგვიპტეში El Gouna-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი - „ოქროს ვარსკვლავი"; აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოების გრან-პრი (აზიური ოსკარი); ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ნატა მურვანიძის აზიური „ოსკარი" და ა.შ.

 

 

 

ფილმოგრაფია:

2017 Scary Mother