პროგრამა → ფილმები ა - ჰ → შავი თუთა
კინოფესტივალი მედიაში

ვებ გვერდი განახლდება მალე!

სექცია: მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსი
ქვეყანა: საქართველო / საფრანგეთი
წელი: 2012

Shavi tuta

22 წთ, ფერადი

რეჟისორი: გაბრიელ რაზმაძე სცენარი: თინათინ ყაჯრიშვილი, გაბრიელ რაზმაძე ოპერატორი: გოგა დევდარიანი მუსიკა: რიმ ლოურენსი მხატვარი: კონსტანტინე ჯაფარიძე პროდიუსერი: თინათინ ყაჯრიშვილი, სებასტიან ობერი მონაწილეობენ: მაქსიმე მაჩაიძე, ნატა ბერაძე, ზურა ბეგალიშვილი

ინდუსტრიულ ქალაქ ჭიათურაში ორი მოზარდი ხვდება ერთმანეთს. ისინი მხოლოდ ერთ დღეს ატარებენ ერთად, თუმცა დიდ კვალს ტოვებენ ერთმანეთის ცხოვრებაში. ჭიათურელი ნიკასთვის თბილისელი ანის გამოჩენა მნიშვნელოვან მოვლენად იქცევა. მათი ისტორია დაცარიელებული ქალაქის ფონზე  ვითარდება, რომელიც მძლავრი იმპერიის ნანგრევებადაა ქცეული.

 

გაბრიელ რაზმაძე

დაიბადა 1977 წელს. 1999 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს ინსტიტუტის ტელესარეჟისორო ფაკულტეტი. 2011 წლიდან საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტის მაგისტრანტია. „შავი თუთა“ რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია.